80 მილიონი „სექსუალური ფეხბურთისთვის”
ლონდონის „ჩელსის” მეპატრონე რომან აბრამოვიჩი მომავალ სატრანსფერო პერიოდში, ახალი ფეხბურთელების შესაძენად 80 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფას გეგმავს. გაზეთ „სანის” ცნობით, აბრამოვიჩს გუნდის გაძლიერება იმ მიზნით უნდა, რომ კლუბმა „სექსუალური ფეხბურთი”, ანუ სანახაობრივი თამაში აჩვენოს. ტერმინი „სექსუალური ფეხბურთი” გროზნოს „ტერეკის” ამჟამინდელი და „ჩელსის” ყოფილი მწვრთნელის, რუუდ გულიტის აღმოჩენაა. „ჩელსის” მთავარი სამიზნეები კი, მოახლოებული შესვენების დროს არიან: გარეთ ბეილი, სესკ ფაბრეგასი, გრეგორი ვან დერ ვილი, თომას მიულერი, უესლი სნეიდერი, ანდრეი არშავინი, ლუკა მოდრიჩი და ადამ ჯონსონი.