ტევესის და ტურეს „შავი” იუმორი
„მანჩესტერ სიტიმ” მართალია, წლეულს ვერაფრით გაამართლა გულშემატკივართა იმედები და საშუალო დონის ფეხბურთი შესთავაზა მსოფლიოს საზოგადოებას, სამაგიეროდ, მისმა ვარსკვლავმა ფეხბურთელებმა, სასარგებლო თამაშის ნაცვლად, სკანდალებითა და იუმორისტული გამოხდომებით დაამახსოვრეს თავი მაყურებელს. ამჯერად, ყურადღების ცენტრში კარლოს ტევესი და იაია ტურე მოექცნენ. მათ თანაგუნდელ მარიო ბალოტელის, ძვირად ღირებულ ავტომობილ „მაზერატიში” ორი ტომარა ფქვილი ჩაუყარეს. იტალიელ ფორვარდს მანქანის სალონის გასაწმენდად იმ ფირმის თანამშრომლების გამოძახება მოუხდა, სადაც ავტომობილი შეიძინა. მთელი ეს დასუფთავება კი საკმაოდ სოლიდური თანხა დაუჯდა.