შეფილდი ისტორიას ყიდის
ბრიტანული საფეხბურთო კლუბი „შეფილდი”, რომელიც მსოფლიოში არსებულ კლუბებს შორის უძველესია, აუქციონზე რელიკვიის გაყიდვას აპირებს. ეს არის ფეხბურთის წესების ხელნაწერი, რომელიც 1857 წელს შეიქმნა, კლუბის დაარსებიდან ერთი წლის თავზე. ამ რარიტეტული გამოცემის სავარაუდო ღირებულებად 1,2 მილიონი ფუნტი სტერლინგი სახელდება. კლუბის პრეზიდენტის, რიჩარდ ტომასის თქმით, კლუბს ამჟამად ფინანსები სჭირდება და ამიტომ, გადაწყდა, კლუბის რელიკვიის გაყიდვა. ექსპონატი „სოთბის” აუქციონზეა გატანილი და ბოლო მონაცემებით, მისი გაყიდვა ივლისში იგეგმება.