სესკი „გერლფრენდს“ დაშორდა
ესპანეთის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის” ნახევარმცველი და კატალონიური „ბარსელონას” მთავარი სამიზნე სატრანსფერო ბაზარზე – სესკ ფაბრეგასი მეგობარ გოგონას, კარლა გარსიას დაშორდა. რომელთანაც შვიდი წლის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა – იმ პერიოდიდან, რაც სესკიმ „არსენალის” შემადგენლობაში დაიწყო თამაში. აღნიშნული მოვლენა ყველაზე მოულოდნელი ფაბრეგასის მამისთვის გახდა, რომელიც მიიჩნევდა, რომ კარლა მისი შვილისთვის იდეალური პარტნიორი იქნებოდა. ბრიტანეთში ამბობენ, რომ ფაბრეგასის სატრფოსთან დაშორება, მის „ბარსელონაში” სავარაუდო გადასვლას უკავშირდება და სახელდება კიდეც ტრანსფერის ღირებულება – 40 მილიონი ფუნტი სტერლინგი.