მეგობრობა „ელ კლასიკოების” ფონზე
ბოლო დროს გახშირებული „ელ კლასიკოების”, ანუ მადრიდის „რეალისა” და „ბარსელონას” ისტორიული დაპირისპირებების ფონზე მეტად დაიძაბა ურთიერთობა ამ ორი სუპერკლუბის მთავარ მწვრთნელებს – ჟოზე მაურინიოსა და ხოსე გუარდიოლას შორის. მწვრთნელებს არც ფეხბურთელები ჩამორჩნენ და თითქმის ყოველ მატჩში ერთი ან მეორე გუნდის ფეხბურთელს მოედნიდან უხეშობის გამო აძევებდნენ. სწორედ ამ დაპირისპირებების ფონზე, ახლახან „ტვიტერში” ერთი ფრიად საყურადღებო ფოტო გავრცელდა. მასზე „ბარსელონელი” ხერარდ პიკეს მეგობარი ქალი – პოპ-ვარსკვლავი შაკირა და „რეალის” კაპიტნის, იკერ კასილასის საცოლე – ესპანელი ჟურნალისტი, სარა კარბონერო მეგობრულ ატმოსფეროში არიან გამოსახულნი. ფოტო ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის დაწყებამდეა გადაღებული და მასზე ორი ლამაზმანი „ბარსელონას” ერთ-ერთ ჩინოვნიკთან ერთად არის აღბეჭდილი.