კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ფორმით ვლინდება კვებითი ალერგია

ხანდახან ძალიან რთულია, გამოვიცნოთ, რომელია ჩვენთვის ალერგიული პროდუქტი. ამის გასარკვევად საჭიროა, ისეთი დიეტა შევადგინოთ, რომელშიც გამოვრიცხავთ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც მაღალი ალერგიული ქმედებით გამოირჩევა, მათი ჩამონათვალი კი საკმაოდ გრძელია და მხოლოდ ზოგიერთს მიგანიშნებთ: ციტრუსები, თხილი, ნიგოზი, თევზეული, ზღვის პროდუქტები, ხორცი, შოკოლადი, ყავა, შებოლილი და დაკონსერვებული პროდუქტი, ასევე, სანელებლები და საკმაზები, მდოგვი, ძმარი, მაიონეზი, თალგამი, ჭარხალი, პომიდორი, ბადრიჯანი, სოკო, რძე, მარწყვი, ნესვი, ანანასი, თაფლი და სხვა. სამაგიეროდ, შეგიძლიათ, თამამად მიირთვათ და აუცილებლად ჩართოთ საკვებ რაციონში საქონლის უცხიმო ძროხის ხორცი, ბოსტნეულისა და ბურღულეულის სუპები, კარტოფილი, წიწიბურა, შვრია, ბრინჯი, მწვანილი, კიტრი, ვაშლი, საზამთრო, ჩაი, შაქარი; რძის პროდუქტებიდან კი – ყველი, იოგურტი, კეფირი და ხაჭო.

კვებითი ალერგიის ყველაზე სერიოზული და საშიში გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი. შოკი ალერგენული პროდუქტის მიღებიდან რამდენიმე წუთში ვლინდება. ადამიანი ამ დროს კარგავს გონებას, ეწყება კრუნჩხვები, აყრის ტანზე, აღენიშნება პირღებინება და უნებლიე შარდვა.

თუ მოიწამლეთ, დალიეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი და, ეცადეთ, გული ძალით აირიოთ. როცა დარწმუნდებით, რომ კუჭი სუფთაა, მიიღეთ წყალში გახსნილი სამი აბი აქტივიზებული ნახშირი. თუ საკვების მიღების შემდეგ ნაწლავების სპაზმმა შეგაწუხათ, ეს, შესაძლოა, კვებითი ალერგიის გამოვლინება იყოს და სასწრაფოდ მიიღეთ „ნო-შპა“, რადგან ის მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ.

კვებითი ალერგიის დროს, ასევე, ხშირია ფაღარათი. ეცადეთ, მოხარშული კარტოფილი ჭამოთ და ამით უმკურნალოთ კუჭის აშლილობას.

აგრეთვე, ყველანაირი გამონაყარი, სიმშრალე, კანის აქერცვლა ალერგენებისთვის არის დამახასიათებელი. თუ ჭამის შემდეგაც სახის ან ტუჩის ირგვლივ ქავილი დაგეწყოთ, შემდეგ კი ტანზეც გამოგაყარათ, ეს საკვებით მოწამვლაზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში გამოიძახეთ ექიმი, მის მოსვლამდე კი კანზე დამარბილებელი კრემი წაისვით. ბანაობისგან კი თავი შეიკავეთ.


скачать dle 11.3