კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: მაქვს ფერიმჭამელები. რა არის მიზეზი და როგორ ვებრძოლო მათ?

პასუხი: ფერიმჭამელები იმუნიტეტის სისუსტის მაჩვენებელია. უფრო ხშირად, მათი გამომწვევი მიზეზი დისბაქტერიოზია. შეზღუდეთ ნახშირწყლების მიღება, მიმართეთ გასტროენტეროლოგს.

კითხვა: მაქვს მარცხენა თვალის საცრემლე არხის გაუვალობა (დაკრეოცისტიტი). არსებობს თუ არა გარანტია, რომ ქირურგიული ოპერაცია არ იმოქმედებს მხედველობაზე?

პასუხი: ოპერაცია მხედველობაზე არ მოქმედებს, მაგრამ, თუ დაკრეოცისტიტს არ უმკურნალებთ, მან, შეიძლება, საცრემლე არხის ინფიცირება გამოიწვიოს და ინფექცია თვალზეც გავრცელდეს.

კითხვა: დედა 72 წლისაა და აქვს მუცლის აორტის ანევრიზმა, მასში თრომბებით. რა შედეგს მოგვცემს ოპერაცია?

პასუხი: ოპერაცია კეთდება იმ შემთხვევაში, თუ არის ანევრიზმის გახეთქვის საშიშროება.

კითხვა: ამ დღეებში ვიკეთებ ნაღვლის ბუშტზე ოპერაციას. ნაყიდი მაქვს თვითმფრინავის ბილეთები, რადგან სამი კვირის შემდეგ ვაპირებდი გამგზავრებას. შეიძლება თუ არა ოპერაციის შემდეგ მოგზაურობა?

პასუხი: ოპერაციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში მგზავრობა მკაცრად იკრძალება, ამიტომ, ხანგრძლივი მგზავრობა სასურველი არ არის.

კითხვა: არის თუ არა დაორსულების ალბათობა მენსტრუაციის შემდეგ, პირველივე დღეებში?

პასუხი: დაორსულება შეიძლება სპერმით, რომელიც მიღებულია ოვულაციამდე 1 კვირით ადრე და ოვულაციის 1 დღის შემდეგ. ოვულაცია ხდება 10-14 დღით ადრე მომდევნო მენსტრუაციამდე.

კითხვა: ორსულობის რა ვადიდან შეიძლება აუზში ცურვა?

პასუხი: თუ არ არის რაიმე უკუჩვენებები, ცურვა შეიძლება მთელი ორსულობის განმავლობაში.




скачать dle 11.3