კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„შანელის” საკურორტო კოლექცია ბრილიანტებითა და მარგალიტებით

9 მაისს კარლ ლაგერფელდმა 2012 წლის ზაფხულის საკურორტო მოდა ფრანგულ რივიერაზე, ანტიბიში, სასტუმრო „დიუ კაპ იდენ როკში” წარმოადგინა. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერმა ერთი სეზონით წინ გათვალა, რა უნდა გვცმოდა მომავალ ზაფხულს ზღვისა და ოკეანეების სანაპიროებზე, მის ჩაცმას მსოფლიოს ცნობილი მოდის მიმდევრები უკვე ამ სეზონზე აპირებენ. ჩვენს მკითხველს კი ვურჩევ, ის მიმდინარეობები და აქცენტები გაითვალისწინოს, რასაც ლაგერფელდი „შანელისთვის” აკეთებს. როგორც თავად ბატონმა ლაგერფელდმა განაცხადა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ „ბილიონდოლარიანი გოგონები” სწორედ მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ და ძვირად ღირებულ სასტუმროში ეჩვენებინა და ჩვენებისთვის ის ერთი წლით ადრე სპეციალურად დაჯავშნა. მოდის ნამდვილი „იკონა”, მას შემდეგ, რაც ტოპ-მოდელებით სავსე პერსონალური თვითმფრინავით ჩავიდა რივიერაზე, კვლავ მათ გარემოცვაში დაჯდა პოდიუმის წინა რიგებში. ტრადიციულად, სადღესასწაულო სმოკინგში გამოწყობილმა კარლმა გოგონებს მდიდრულ ტანსაცმელთან ერთად ძალიან ბევრი რეალურად ძვირფასი თვალი გაუკეთა – ბრილიანტები, მარგალიტები... როგორც კომეტები, ისე ბრწყინავდნენ ულამაზესი ტოპ-მოდელების სხეულებზე. „ძალიან ბევრი, შეიძლება, საკმარისი არც იყოს”, – განაცხადა ჩვენების ბოლოს თავად დიზაინერმა.

ჩვენების დაწყებამდე ლაგერფელდი დიდხანს მსჯელობდა იმ განსხვავებაზე, რომელიც სენ-ტროპესა და ანტიბს შორისაა. „ეს სამოთხის სხვა მხარეა”, – ამბობდა ლაგერფელდი. ამაში კი ის გულისხმობდა, თუ როგორი დახვეწილი ექსტრავაგანტურობით გამოირჩევა დუ კაპი მეზღვაურების სოფელ სენ-ტროპესგან. თუმცა, მოდის კრიტიკოსებსა და მედიას გაუჭირდათ ასევე ნათლად ჩასწვდომოდნენ იმ იდეას, რაც ბრილიანტებითა და მარგალიტების საკურორტო მოდაში გამოყენებით ჩადო ლაგერფელდმა კოლექციაში. მან ახსნა, რომ ამ კოლექციის ინსპირაციის წყარო რიტა ჰეივორდი და ელი ჰანი გახლავთ, რომლებიც ამ სასტუმროს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სტუმრები იყვნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, დიზაინერმა თხელი სილუეტის, გამხდარი ქალის სახის კოლექციისთვის არჩევა უფრო მარკეტინგული მოსაზრებით გადაწყვიტა. ანუ, ამას სარჩულად უფრო მეტი გონებრივი მიზეზი ედო, ვიდრე სულიერი და გრძნობისმიერი. ამის ნათელ დადასტურებად იქცა კოლექციის ფერები, წყობა და ის საუნდტრეკიც კი, რომელიც ჩვენებას თან სდევდა და გარკვეულწილად განაპირობებდა მის ხასიათს. კოლექციაში წარმოდგენილი იყო ყველაფერი, დაწყებული თხელი, ტანზე მომდგარი პიჯაკებით და, მუხლს ქვემოთ გადაჭრილი, კლასიკური ქვედაბოლოებით დამთავრებული. კოლექცია უსასრულო ვარიანტებად შეიძლება დაშლილიყო. როგორც მსახიობმა რეიჩელ ბილსონმა თქვა – „მე ვნახე ყველაფერი, სანაპიროზე გატარებული დღიდან დაწყებული, ქორწილით დამთავრებული”.

საინტერესოა, რომ ამ კოლექციიდან თემების გამოყენება შეიძლება როგორც სანაპიროზე ჩაცმულობისთვის, ისე შემოდგომითაც. ტოპ-მოდელები ერთმანეთს ცვლიდნენ პოდიუმზე და თუ ზოგიერთ მათგანს კლასიკური პიჯაკი და ღია ფეხსაცმელი ამშვენებდა, მეორეს გრძელსახელოებიანი მაისური და დიდი შლაპა იცავდა მზისგან. მსგავსი კოლექცია სტუმრებმა ლაგერფელდს სმარტ-კომერციულ ნაბიჯად ჩაუთვალეს, თუმცა ამაში ცუდი არაფერი იყო. ჩვენ შეგვიძლია, ეს მინიშნებები გამოვიყენოთ როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე აგარაკზე აუზთან, აჭარაში ან ასე ნაცნობ და საყვარელ თურქეთის ცნობილ კურორტებზე.


скачать dle 11.3