კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შემოსა ნინო ნოზაძემ ბარბი ქართულად

ნინო ნოზაძის კოლექცია მრავალფეროვანია. მასში თავმოყრილი თოჯინებიცა და აქსესუარებიც მაღალი გემოვნებითა და არაჩვეულებრივი კოლორიტულობით გამოირჩევა. ქალბატონი ნინოს კოლექციას მოვლილი აქვს მრავალი გამოფენა, სადაც დიდი დაინტერესება და დამთვალიერებელთა ინტერესი და კომპლიმენტები დაიმსახურა. თუ რატომ შემოსა ნინო ნოზაძემ ბარბი ქართულად, რა დროს ანდომებს ის ერთი თოჯინას სრულყოფას და სულ რამდენი ნიმუშია თავმოყრილი მის კოლექციაში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნინო ნოზაძე: ჩემი სიამოვნებისთვის დავიწყე ამ ყველაფერის შექმნა, ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოვაჩინე, რომ კოლექციის მფლობელი ვიყავი.

– თქვენს კოლექციაში თავმოყრილ ექსპონატებში, ნამდვილად თვალშისაცემია ეროვნული ორნამენტები, ხასიათი. ზოგიერთ თოჯინას ქართული სამოსი აცვია, მაგრამ, ბარბის სახეები აქვთ. რატომ?

– თუკი მთელი მსოფლიოს დიზაინერები მუშაობენ ბარბის სამოსზე, რა პრობლემაა?! (იცინის). მე თუ მკითხავთ, ყველაზე კარგად ქართული კაბა მოირგო ბარბიმ – ძალიან უხდება.

აქვე მყავს ხევსური ქალიც. ეს თოჯინებიც ჩემი მოქსოვილია, რის შემდეგაც ბამბით გამოვტენე. სხვათა შორის, ბავშვებს ესენი უფრო მოსწონთ სათამაშოდ, ვიდრე ბარბისთავიანი თოჯინები. ალბათ, იმიტომ, რომ ნაქსოვი თოჯინები რბილია, დრეკადი. ბარბისთავიან თოჯინებს უფრო დეკორატიული დატვირთვა აქვს, ამით ვერ ითამაშებ. მომავალში ვგეგმავ, ახალი სახეები შევქმნა ამ თოჯინებისთვის. გეგმაში მაქვს სიახლეები...

– მე კი მეგონა, თოჯინას თავები იყო გამოყენებული ამ კოლექციის ნიმუშების შექმნისას.

– თოჯინას თავებიც გამომიყენებია, მაგრამ, ძალიან იშვიათად; ძირითადად თიხისგან ვაკეთებ თოჯინების სახეებსა და ხელებს, ოღონდ, თვითონ. ამ კოლექციაში წარმოდგენილი თითოეული ნივთი ხელნაკეთია. ისინი თავიდან ბოლომდე – სამოსიდან – თმის ღერამდე ჩემი ხელითაა შექმნილი. შესწავლილი მაქვს ეროვნული სამოსის ნებისმიერი დეტალი და ამ ცოდნას ვიყენებ.

„კეთილი ფერიებიც“ მრავლად არიან ამ კოლექციაში. ისინი დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან არიან: ზოგი სპარსია, ზოგი – სლავური წარმოშობის და ასე შემდეგ.

– ქალბატონო ნინო, რა პროფესიის ბრძანდებით?

– ვეტექიმი გახლავარ. ბარბის ქართულად შემოსვის იდეა, იცით, საიდან მომივიდა?

– საიდან?

– ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, სამი გოგონა შეგვარჩიეს და ჩაგვრიცხეს ქართული ცეკვის ანსამბლში, სადაც ხუთი, წლის განმავლობაში ვცეკვავდი. ჩვენი საკონცერტო კაბები, არც ისე კარგად გვქონდა მორგებული და ისეთ დისკომფორტს გვიქმნიდა ხოლმე, რომ, სულ ვამბობდი, მე შევკერავ კაბებს, რომ ლამაზადაც მქონდეს ტანზე მორგებული და, ამავე დროს, პრაქტიკულიც იყოს მოძრაობისას-მეთქი. სხვათა შორის, იმ პერიოდში ჩემი ცეკვის კაბები, იმდენჯერ მქონდა დარღვეულ-გადაკეთებული, რომ სულ აღარ გამჭირვებია ბარბის ქართულად შემოსვისას არც ერთი დეტალის სრულყოფა. ბევრი მოდელი მოვსინჯე, მაგრამ, საბოლოოდ, წელწვრილ ბარბის ყველაზე კარგად მოვარგე ქართული ნაციონალური სამოსი.

– მაშასადამე, თვითნასწავლი ბრძანდებით?

– ასეა. თოჯინებისა თუ აქსესუარების შექმნა ჩემით შევისწავლე. საერთოდ, ბავშვობიდან მეხერხებოდა თითქმის ყველა სახის ხელსაქმე და, სიმართლე გითხრათ, არ გამჭირვებია. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ გამოცდილებამ და ძიების პროცესმაც დიდი როლი შეასრულა ჩემს ჩამოყალიბებაში. ვერ ვმუშაობ ერთ სფეროში, ერთ ჟანრში, მრავალფეროვნება მიყვარს. სწორედ ამიტომ შეიქმნა ჩემი თოჯინების კოლექციის პარალელურად აქსესუარების კოლექციაც. ფერებიდან ეროვნულ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას. საერთოდ, როდესაც რაღაცას ვქმნი, ვცდილობ, შევუხამო და დავტვირთო ქართული ფერებითა და ორნამენტებით.

ძალიან მახალისებს დამთვალიერებელთა გულწრფელი კომპლიმენტები. დიდი სტიმულია, როდესაც ხედავ, რომ მოსწონთ შენი ნახელავი. მიხარია, რომ ჩემი კოლექციის ნიმუშებით ინტერესდებიან. არაერთი ცნობილი პიროვნება ილამაზებს ცხოვრებას ჩემი კოლექციის ნიმუშებით. ერთ-ერთი მათგანია, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში.

– რამდენი ხელნაკეთი თოჯინის ავტორი ბრძანდებით?

– არასდროს დამითვლია. ალბათ, ოთხასამდე თოჯინა მაქვს შექმნილი, მეტი თუ არა. აქსესუარები – უფრო ნაკლები, ალბათ, ორასამდე.

– რა დრო სჭირდება ერთი ნიმუშის შექმნას ამ კოლექციისთვის?

– თითოეული თოჯინას დასრულებას ერთ თვეს მაინც ვანდომებ. აქსესუარების შექმნას უფრო ნაკლები დრო სჭირდება.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ყველა და ყველაფერი, რაც კი შემიქმნია, ჩემი ნაწილია. ამ კოლექციის სრულყოფა ჩემი სულიერი საზრდოა, უამისოდ არსებობა არ შემიძლია.


скачать dle 11.3