კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ არის როუზ ჰანთინგთონ-უაითლისთვის გაშიშვლება პრობლემა და რა აკავშირებს მას სექს-სიმბოლო მეგან ფოქსთან

„იყო მოდელი – ეს ნიშნავს, მართო შენი სხეული ისე, რომ ხალხი დააჯერო, რისი თქმაც გსურს. მე ვიცი მილიონამდე მაგალითი, თუ როგორ უნდა წარმოვაჩინო ჩემი სექსუალურობა კამერის წინ. თუმცა, არსებობს კიდევ სექსის „გაყიდვის“ უამრავი ხერხი, რომლის დაუფლებას მომავალში ვაპირებ”, – ეს სიტყვები ეკუთვნის როუზ ჰანთინგთონ-უაითლს, მოდელსა და მსახიობს, რომელმაც თვით მეგან ფოქსი შეცვალა „ტრანსფორმერებზე” გადაღებული ფილმის მესამე სერიაში, რაც 2011 წლის მთავარ „ბლოკბასტერად” მოიაზრება მსოფლიო კინოგაქირავებაში.

იდეალურ სამოდელო პარამეტრებთან მიახლოებული (81-61-86) როუზ ჰანთინგთონ-უაითლი 1987 წლის 18 აპრილს დიდ ბრიტანეთში, დევონის საგრაფოში, პლიმუთში დაიბადა. სხვადასხვა მონაცემით, როუზი დედოფალ ვიქტორიას შორეულ ნათესავად მოიაზრება, თუმცა, არსებობს ვერსია, რომ ეს ისტორია მისი ფიარისთვის კომპანია „ვიქტორია სიკრეტმა” შეთხზა. ცნობისთვის, როუზი სამოდელო მარკა „ვიქტორიას” ერთ-ერთი „ანგელოზია”, რომელიც მუდმივად იღებს მონაწილეობას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეთრეულის ჩვენებებში. როუზის მამა, ჩარლზი, მიწის ნაკვეთების გაყიდვების აგენტია, ხოლო დედა, ფიონა – ფიტნესის ინსტრუქტორია: მას, ასევე, ჰყავს უმცროსი და-ძმა. უნდა ითქვას, რომ იდეალური ტანი როუზს სწორედ დედის წყალობით ჩამოუყალიბდა, რადგან ის ბავშვობიდან აიძულებდა შვილს, ფიტნესით დაკავებულიყო. ცისფერთვალება როუზის სიმაღლე 175 სანტიმეტრია. ცნობილია, რომ ყველაზე მეტად ის საკუთარი ვარცხნილობით ამაყობს, რომელსაც „საწოლიდან წამომხტარს” უწოდებს და საკმაოდ სექსუალურ ვარცხნილობად მიიჩნევს. „ჩემთვის ჩემი ვარცხნილობა უპირველეს ადგილზეა. არაფერს ვუთმობ იმდენ დროს, რამდენსაც სტილისტებთან სიარულს. შემიძლია, რეკომენდაციაც კი გავუწიო მსოფლიოში საუკეთესო პარიკმახერებს – ჯორჯ ნორტვუდსა და დენიელ ჰეშერონს”.

როუზს ქალაქ ტავისტოკის სენტ-პეტერის „ჯუნიორ კოლეჯი“ აქვს დამთავრებული, სადაც მას თანაკლასელები „ბარბის” თიკუნით იცნობდნენ. მისი კიდევ ერთი მეტსახელია – „გოგონა არაჩვეულებრივი ფეხებით“. სწორედ კოლეჯში სწავლის დროს დაიწყო მისი სამოდელო კარიერა, თუმცა, როუზი დღემდე ოცნებობს, ინტერიერის დიზაინერის პროფესია შეისწავლოს, რომლით დაკავებასაც იგი სამოდელო კარიერის დასრულების შემდეგ აპირებს. 16 წლის ასაკში როუზმა ლონდონში მდებარე სამოდელო სააგენტო „პროფაილ მოდელში” თავისი ანკეტა გადაგზავნა, სადაც თანამშრომლების შერჩევა მიმდინარეობდა და დამწყები მოდელი თავდაპირველად საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობის დაკავებას გეგმავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სააგენტოში მისი მონაცემები ნახეს, მას მოდელობა შესთავაზეს. 17 წლის ასაკში როუზი ნიუ-იორკის მოდის კვირეულის პოდიუმზე იხილა მსოფლიომ, ხოლო 19 წლისამ „ბარბერის” შემოდგომა-ზამთრის კოლექციის წარდგენაში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით როუზი „ვიქტორია სიკრეტის” მოდელი გახდა, მანამდე კი მონაწილეობას იღებდა განთქმული ბრენდების სარეკლამო კამპანიებში: DKNY, „რალფ ლორანი” და „ბლუმინგდეილისი”.

როუზ ჰანთინგთონი, რომლის საყვარელ საჭმელებად სტეიკი, კარტოფილი „ფრი“ და დიეტური „კოლა“ ითვლება, ცნობილია თავისი სითამამით. იგი სრულიად არ კომპლექსდება კამერების წინაშე და ნებისმიერ ფოტოსესიაში შეუძლია, გაშიშვლდეს. როდესაც იტალიურმა ჟურნალმა „მაქსმა” მას შიშველი უკანალის ჩვენება სთხოვა, როუზმა, ისე, რომ წამითაც არ დაფიქრებულა, შარვალი ჩაიძრო და ფოტოობიექტივს მიუშვირა თავისი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური ნაწილი. გარდა „მაქსისა”, როუზი სხვადასხვა დროს ყველაზე ელიტურ და პრესტიჟულ სამოდელო ჟურნალებისთვის – „ვოგისა“ და „ელისთვის“ პოზირებდა. ერთხელ მასთან თანამშრომლობის სურვილი შავ-თეთრი ფოტოგრაფიის აღიარებულმა ოსტატმა, ჯონ რანკინმა გამოთქვა. მის შემოთავაზებას როუზი სიხარულით გამოეხმაურა და ასე შეიქმნა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ფოტოალბომი – „თენ თაიმს როუზი”, სადაც მოდელი სრულიად შიშველი, ან, მხოლოდ „უშანკა” ქუდში, ანდა, შავ საღებავში მოსვრილი პოზირებდა. სხვათა შორის, როუზ ჰანთინგთონ-უაითლი არ მალავს, რომ ხშირად, ფოტოსესიების დროს, ბიუსტჰალტერში ქათმის ფილეებს იდებს, რათა მკერდი უფრო დიდი გამოუჩნდეს. ცნობილია, რომ როუზი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მკერდის გადიდების ოპერაციის ჩატარებას, თუმცა, მიაჩნია, რომ არის სიტუაციები, როდესაც მკერდი დიდად უნდა ჩანდეს, მაგალითად, როცა საღამოს კაბა გაცვია. საინტერესოა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში როუზი ლიფის ტარებაზე უარს აცხადებს.

ლონდონში მცხოვრებ, თუმცა ეგზოტიკურ კურორტებზე უფრო ხშირად მყოფ როუზის „ბოიფრენდების“ რიცხვი საკმაოდ მრავალფეროვანია: მოდელი კრის ჰოუ, მუსიკოს რონი ვუდის შვილი – ტაირონი, ფრანგი მსახიობი ოლივიე მარტინეზი, რომელიც ერთ დროს კაილი მინოუგს ხვდებოდა. მისი ამჟამინდელი „ბოიფრენდი“ კი განთქმული ჰოლივუდელი „გადამზიდავი” და „მისტერ ადრენალინი” ჯეისონ სტეტჰემია, რომელიც მასზე დაქორწინებას გეგმავს – ამბობენ, რომ პაპარაცებმა ბეჭედიც კი შენიშნეს როუზის უსახელო თითზე.

ფილმების – „სექსი დიდ ქალაქში” და „გრიფინების” მოყვარულ მოდელს მონაწილეობა აქვს მიღებული რეპერების, კენი უესტისა და ფარელის კლიპში „ნამბერ 1”, თუმცა, კინოსგან განსხვავებით, როუზი არ გეგმავს თავისი მომავლის დაკავშირებას მუსიკასთან. სხვათა შორის, დღემდე უცნობია, თუ რა კრიტერიუმით ამჯობინა რეჟისორმა მაიკლ ბეიმ გამოუცდელი როუზი მსოფლიო კინოს თანამედროვე სექს-სიმბოლოს – მეგან ფოქსს, რომელმაც რეჟისორთან და პროდიუსერებთან არსებული დაპირისპირების გამო დატოვა „ტრანსფორმერები”. ამბობენ, რომ ქასთინგზე მისულ როუზს რეჟისორმა თავისი „ფერარის” გარეცხვა სთხოვა, რასაც ვიდეოკამერით იღებდა და რის შემდეგაც როლზე დაამტკიცა. ასევე საინტერესოა, რომ როუზის როლზე დამტკიცების შემდეგ, „ტრანსფორმერების” ვარსკვლავი, შია ლაბეფი, მეგობარ გოგონას, მსახიობ კერი მალიგანს დაშორდა, ხოლო, როცა მეგან ფოქსმა გაიგო, თუ ვინ შეცვლიდა მას გადასაღებ მოედანზე, როუზს „იაფფასიანი მეძავი“ უწოდა და პროექტს კინოგაქირავებაში ჩავარდნა უსურვა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ბილეთების გაყიდვა „ტრანსფორმერების” საპრემიერო ჩვენებამდე რამდენიმე თვით ადრე, უკვე დაწყებულია ინტერნეტში.


скачать dle 11.3