თიკა ჯამბურია დედა გახდა
მომღერალი თიკა ჯამბურია ბოლო ხანებში სატელევიზიო შოუებში დიდი მუცლით გამოჩნდა და მედიაც ჩასაფრებული იყო, რომ მისი დედად გახდომის დღე არ გამოჰპარვოდა. 9 მაისს, ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლში უსაყვარლესმა თიკამ ასევე უსაყვარლესი გოგონა გააჩინა. მეან-გინეკოლოგ ზურა დარახველიძის დახმარებით, თიკამ ფიზიოლოგიურად, ყოველგვარი გართულებების გარეშე იმშობიარა. თიკას მეუღლე, ბექა ხოფერია, ცოლის მშობიარობას არ დასწრებია – ამის სურვილი, როგორც თიკამ გვითხრა, არც მას ჰქონდა და არც ბექას. პატარა ქალბატონი 3 კილოგრამი და 600 გრამი და 50 სანტიმეტრი სიგრძის დაიბადა. მას ნინა დაარქვეს. თიკამ ამით ბევრ ადამიანს ასიამოვნა. გარდა იმისა, რომ ეს სახელი ძალიან მოსწონს, ნინოა მისი დედამთილის, ხათუნა ხოფერიას პასპორტის სახელი; მისი სეხნიები არიან აგრეთვე – ბექას ბებია, თიკას და და ნინი ქარსელაძე, რომელიც პატარა ნინას მომავალი ნათლიაა. ნინამ უამრავი საჩუქარი მიიღო, მათ შორის, დიზაინერ ბიჭოლასგან – ულამაზესი „აბადოკი“, პატარა ბალიშებით.
ჟურნალის სახელით ვულოცავთ თიკასა და ბექას პირველი შვილის დაბადებას; ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვუსურვებთ პატარა ნინას თავის მშობლებთან ერთად!