კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ჯორჯია – აგვისტოს ხუთი დღე„ – 5 ივლისს საქართველოს კინოთეატრებში

სულ ცოტა ხნის წინ მედიის საშუალებებით ფართოდ შუქდებოდა საქართველოზე გადაღებული ჰოლივუდური ბლოკბასტერის „ჯორჯია – აგვისტოს 5 დღე” საქართველოში გადაღებები. დიდი გამოხმაურება ჰქონდა ენდი გარსიას ჩამოსვლას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ასახიერებს. ფილმში მონაწილეობენ როგორც ჰოლივუდის, ისე ცნობილი ქართველი მსახიობები. როგორც გახსოვთ, ერთ-ერთი მსახიობის, ჰოლივუდის ვარსკვლავის, რუპერტ ფრენდის შეყვარებული, კირა ნაითლი, საყვარელი ადამიანის სანახავად თბილისში იმყოფებოდა და აბაშიძის ქუჩაზე მშვიდად მიირთმევდა ყავას. ფილმი, რომლის პრემიერაც 5 ივლისს შედგება, ასახავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მოვლენებს და გვიჩვენებს ამერიკელი ჟურნალისტის, ოპერატორისა და ქართველი მოსახლეობის თვალით დანახულ მოვლენებს, რომლებიც ომის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ. პრესკონფერენციაზე ბევრი ისაუბრეს პრემიერის მასშტაბურობაზე. როგორც ცნობილია, პრემიერას ფილმის რეჟისორიც დაესწრება, მაგრამ, ჯერ არ არის ცნობილი, ჩამოვლენ თუ არა პრემიერაზე ფილმში მონაწილე უცხოელი ვარსკვლავები: ენდი გარსია, ველ კილმერი და რუპერტ ფრენდი.


скачать dle 11.3