კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოატყუა ნინი წიკლაურმა ოზურგეთში „მარშრუტკით“ ჩასული მომღერლები და რატომ ელაპარაკა ის მიხეილ სააკაშვილს უხეშად

„პირველი სტერეოს“ მუსიკალური პროდიუსერი და გიგა კვენეტაძის მეუღლე ნინი წიკლაური ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და ბევრი ცნობილი მუსიკოსის მენეჯერია. როგორც თავად ამბობს, მოსკოვში იმდენად დაძაბული ცხოვრების რიტმია, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების მოსატყუებლად დრო ნამდვილად არ რჩება, თუმცა, თბილისში რომ იყო, ბევრს ხალისობდა და მაიმუნობდა – ხან მომღერლებს ატყუებდა, ხან კი გუბერნატორებს, ვიცე-მერსა და სხვა ჩინოვნიკებს უწყობდა „შტუკებს”. როგორ აკივლა მან ქურთაში ჩასული მომღერლები და როგორ თხოვდებოდა გაგანია კონფლიქტის დროს რუს ოლიგარქზე, ამას თავად ნინი მოგვიყვება.

ნინი წიკლაური: თბილისში ეს ტყუილები და მაიმუნობები ძალიან მიყვარდა და, ხან მეგობრებს „ვუჩალიჩებდი”, ხან ვის, ხან – ვის. მოკლედ, რევოლუცია ახალი მომხდარი იყო და დამირეკა ჩემმა მეგობარმა, აწგარდაცვლილმა ჟანი კალანდაძემ, არაჩვეულებრივმა ადამიანმა. მე ვუკეთებდი კონცერტებს ორგანიზებას. ჰოდა, ოზურგეთში მომღერლების ჩაყვანა მთხოვა. წავედით, ვიჯაყჯაყეთ ამ „მარშრუტკით” ოზურგეთამდე, დააწყდათ მომღერლებს ნერვები. მოხდა ისე, რომ აპარატურის ჩამოტანა და აწყობა დაგვიანდა, თან, რა გინდა ქნა იმ მიყრუებულ და ჩაბნელებულ ოზურგეთში – არც აპარატურა, არც არაფერი... ჟანი ყოველთვის გამოირჩეოდა პასუხისმგებლობის გრძნობით და ამ „პრამახებზე” მაგრად ბრაზდებოდა ხოლმე. ჰოდა, გადავწყვიტე, ცოტა „გავღადავებოდი”. ჟანი მეკითხება, აპარატურა სად არისო. არ არის და არც იქნება-მეთქი, ვუპასუხე (იცინის), თან, ძალიან სერიოზული მიჭირავს. აპარატურა არ ჩამოვიდა და ის ფული, რაც მომეცი, უკან უნდა დაგიბრუნო-მეთქი. არადა, 3 საათში კონცერტია, აპარატურა გზაში იყო, 40 წუთში ჩამოვიდოდა, ორი საათი იმის აწყობას სჭირდებოდა. გადაირია კაცი, „ფოიერვერკიო“? – მეკითხება. ფოიერვერკი რად გვინდა, საღამოს რატომ დავიწყოთ, ბარემ ახლა იმღერებენ, ფოიერვერკი კი კონცერტის მერე მოვაწყოთ-მეთქი. მოკლედ, დავარწმუნე, რომ მომღერლები ცოცხლად, უმიკროფონოდ იმღერებდნენ (იცინის). ზოგი „კრიმანჭულს“ იმღერებს, ზოგი რას და გურულებს „გაუსწორდებათ“-მეთქი, – მოკლედ, „ვღადაობ“ სერიოზული სახით. აწუწუნდნენ ეს მომღერლები, არიან ერთ ამბავში: ვაიმეეე, ძლივს ჩამოვედით „მარშრუტკით“, რისთვის ვიმგზავრეთ… – არიან მოკლედ ერთ ამბავში. ამ ჟანის თან სუფრაც მოუმზადებია ჩვენთვის ამხელა გზაზე ხალხი ჩამოვიდა, ჭამა ხომ უნდოდათ! დგას ყურებჩამოყრილი საწყლად და მეკითხება: ნინო, კარგი გამოვაო? (იცინის). მამუკა ონაშვილი მომღერლებს „ეკაიფებოდა“: მე კი გავალ და ვიმღერებ, თქვენ რა გეშველებათ, თქვე ყრუ „პაპსავიკებოო”. სად აღარ გადავრეკეთ-გადმოვრეკეთ – ლანჩხუთში, სადაც კონცერტები საერთოდ არ ჩატარებულა, კლუბებში, კინოთეატრებში... ჟანი დარბის, რეკავს გაგიჟებული და რომ მიხვდა, რაღა გაეწყობაო, არ ავიდა თვითონ სცენაზე ეს გუბერნატორი კაცი?! (იცინის) თან, იქიდან ყვირის: „ერთი, ორი, სამი!” – არის ერთ ამბავში, მე კიდევ „ვეკაიფები“, – სიტყვით ხომ არ გამოხვალ-მეთქი. ამ დროს რეკავს ჟანის ტელეფონი, რომელიც მე მეჭირა, ზარად საქართველოს ჰიმნი აქვს? ავიღე „ძერსკად”. „ალო, ჟანის სთხოვეთო“, – იქიდან მესმის. ჟანი სცენაზე დგას, სოლო კონცერტი აქვს-მეთქი – ვემაიმუნები. ჰოდა, თუ მუსიკალური კარიერის დაწყება გადაწყვიტა, პრეზიდენტს დაურეკოს, უთხარიო, – თურმე მიშა რეკავდა (იცინის).

ერთხელ კიდევ, გაგანია რუსულ-ქართული კონფლიქტის დროს „გავუჩალიჩე“ მაგარი რაღაც ჩემს მეგობრებს – მამუკა ახვლედიანსა და კობა ხაბაზს. მერიაში რაღაც საქმე მქონდა, არ მიღებს მამუკა ცოცხალი თავით, მოქალაქეთა მიღების საათები როცა იქნება, ჩაეწერე და მოდიო. მაგრად გავბრაზდი, ვიფიქრე, გიჩვენებ სეირს-მეთქი. მამუკას ვურეკავ და სერიოზული ხმით ვეუბნები: მამუკა, არ „გამიბაზრო“, ვთხოვდები-მეთქი. ერთ ჩინოვნიკს მოვწონდი, ყველამ იცოდა ეს ამბავი და იმაზე მეკითხება – იმას მიჰყვებიო? არა, ხომ არ გაგიჟდი, ახლა კარგად მომისმინე, მარტო კობამ იცის ეს ამბავი-მეთქი. გადაირია – ამ ომის დროს რა დროს გათხოვებააო. რატომაც არა, მოსკოვში რუს ბიზნესმენს მივყვები-მეთქი. ამაზე სულ მთლად გაგიჟდა. არადა, ყველაფერი „ხუთიანზე“ მაქვს აწყობილი: კარგი ბინა, მანქანა, სამსახური, დაქალები, აღარ ვიცი, რომელი ბარიდან რომელში გადავიდე გასართობად, რა მჭირს წასასვლელი, მაგრამ, როგორმე ხომ უნდა გამეგიჟებინა მამუკა. ავწუწუნდი: „ამ საქართველოში არაფერი არ გამომდის, არანაირი პერსპექტივა აქ არაა, წავალ მოსკოვში. მერე რა, რომ „ვანიაა” და „აპოლონი” არ არის, სამაგიეროდ, ბევრი ფული აქვს და კარგი ცხოვრება მექნება-მეთქი, – ავტეხე ტირილი. ისეთი ვიმსახიობე, მაგარ არტისტს შეშურდებოდა, – არ მიყვარს ეგ ტიპი, მაგრამ, ჩემთვის ასე უკეთესია, წავალ-მეთქი. მამუკა გაშეშდა, დაწყნარება დამიწყო: ნინი, მოიცა, 11 საათზე მერიაში მოდი და მნახეო. კარგი, ამოვალ-მეთქი – დამწუხრებული, მჟავე ხმით ვუთხარი და ყურმილი დავუკიდე, რაღაცა დასამშვიდობებელი ტექსტები „გავუძრე“: ხომ იცი, ძალიან მიყვარხარ, სულ ჩემს გულში იქნები, თავი ისე მოვისაწყლე, კინაღამ ატირდა კაცი (იცინის). ხუთ წუთში მირეკავს მისი მძღოლი კახა და მეუბნება, ნინი, გამოგივლი და მერიაში წაგიყვანო. ამასობაში კობა ხაბაზი მირეკავს და აჭარული აქცენტით მეუბნება: ნინოია, ახლა მომისმინე, გეყოს ახლა შენ მაი ბალამუტი და მითხარი, ვის აგიჟებო (იცინის). ესეც მაგრად „დავაბოლე“. ავედი მერიაში. მამუშავებენ, მიკითხავენ ლექციებს. დავჯექი ერთ კილომეტრში, „ვაჟნი“ მიჭირავს – გათხოვილი ქალის იმიჯი, რამე... შენი საქმის შენ იცი, მაგრამ ეგ არ გამოგადგება, შეცდომას უშვებო, – მიდის დარიგებები. მე ვუთხარი, შენ რომ სავარძელში ზიხარ, მე არ მინდა-მეთქი? შემომხედა გაკვირვებულმა და მკითხა: ვითომ, რით დაიმსახურეო? მომთხოვეს აღშფოთებულებმა ბილეთი, პასპორტი... ამიტყდა ისტერიკული სიცილი. მერე ვეუბნები, მერიაში იმიტომ მოვედი, დაბომბვისგან თავი შემეფარებინა-მეთქი. ვა, შე დეგენერატო წიკლაურო, თუ დაბომბეს, პირველ რიგში სამთავრობო და სტრატეგიულ ობიექტებს არ დაბომბავენო?! მოკლედ, ისეთი მაგარი ტყუილი დავახეთქე, მეც დავიჯერე ბოლოს, რომ რუსზე ვთხოვდებოდი (იცინის). მთელი 11 საათის განმავლობაში ვატყუე და ვატყუე ხალხი.

ერთხელ ქურთაში წავიყვანე ქართველი მომღერლები. ის დროა, მაშინ პერიოდულად სროლა რომ ახლდებოდა, ხალხს იტაცებდნენ. მაინც წავედით. გზაში ჩვენი ჯარისკაცები იყვნენ ჩასაფრებულები ჩვენს დასაცავად. მივდივართ ავტობუსით, ხალხი მღერის, იცინის. ჰოდა, ოინს ვუზამ-მეთქი, ვიფიქრე. კობა ხაბაზს ვეუბნები, არ შეიმჩნიო, ვითომ სროლაში მოვყევით-მეთქი. ეს ხალხი იქ პირველად იყო. მოკლედ, ჯარისკაცებს „კასკები” ეხურათ და მომღერლებმა რა იცოდნენ, რუსული ჯარი იყო თუ ქართული. ეს მხიარული ხალხი ერთბაშად შეშინდა და დაიძაბა, იქ ნინი შერმადინი ატირდა, აქეთ ანა ჯაკი კივის... დაიწყეს მოთქმა. მოკლედ, გავაჩერეთ ავტობუსი და ვეუბნები ამ მომღერლებს: ნუ გეშინიათ. არ თქვათ, რომ ქართველები ვართ. ალბათ, დაკითხვაზე წაგვიყვანენ და მაქსიმუმ, ერთი ღამით დაგვტოვონ, მერე გამოგვიშვებენ-მეთქი. გადათეთრდა ხალხი შიშისგან, მიყურებენ საცოდავი თვალებით. მოპირდაპირე მხარეს ჩირი, ხილი, ჩურჩხელები იყიდებოდა და, ჩასვლა რომ დაიწყეს, მთელი ხმით ავყვირდი: აბა, ვინ რას ყიდულობთ – ჩირი, ჩურჩხელა, შოთი, ვის რა გინდათ-მეთქი. ოხ, წიკლაური, შენიო! – ისე გამწარდნენ, კინაღამ მცემეს (იცინის). ასე ვატყუებდი ხოლმე ხალხს.


скачать dle 11.3