კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ალაგ-ალაგ მართალი

ანუ, ნერვებშენახულები

„ამნესთი ინტერნეშენელმა“ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ყველა ის ქვეყანა მოახვედრა, სადაც კი ხინჯი შეამჩნია. სამწუხაროდ, ანგარიშში ადგილი ჩვენთვისაც გამოინახა და ჩვენი ოკუპანტისთვისაც. მაგალითად, ჩვენ შესახებ აღინიშნა, რომ დევნილთა ჩასახლების ობიექტები ხშირად საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება (დანარჩენი მოქალაქეების ჩასახლების ადგილებში ხომ, რომ რაკი-რუკი გააქვს ევროსტანდარტებს); რომ დევნილთა ინტეგრაცია არასათანადოდ მიმდინარეობს და მათ განათლება-დასაქმება-ჯანდაცვის პრობლემებიც აქვთო. მეტიც, ხსენებული საერთაშორისო ორგანიზაცია შენიშნავს, რომ სამართალდამცველების მხრიდან უხეში მოპყრობა კვლავაც საქართველოს ძალოვანი უწყებების აქილევსის ქუსლია.

ერთი სიტყვით, „ამნესთი ინტერნეშენელი“ თავის ამპლუაშია და განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებს დემოკრატიის ანა-ბანას „პირში უძრახეს“, პრინციპით – ასწავლის. მისი ამ დიადი მიზნის მიუხედავადაც, მაგალითად, ქართული საერთო მაუწყებლების ეთერში ამ პატივცემული საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის მხოლოდ ის ნაწილი მოხვდა, რომელიც რფ-ს შავბნელ მხარეს შეეხება. კერძოდ, ჩვენმა ელმედიამ გვამცნო, რომ რუსეთის ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დემონსტრანტებზე რეპრესიებს (მაშინ, როდესაც ქართველი სამართალდამცველები დემონსტრანტებს სულ თაფლაკვერებს ურიგებენ); რფ-ის სასამართლო სისტემა კვლავაც გაუმართავია (მაშინ, როდესაც ჩვენი ისეთი გამართულია, რომ სტრასბურგის სასამართლოსაც კი აოგნებს); რფ-ში პოლიციის რეფორმაც შუა გზაზე მიუტოვებიათ და და უკანონო ქმედებებში გარეულ პოლიციელებსაც დაუსჯელად აპარპაშებენ.

ჩვენი ელმედიის აქცენტები სავსებით ლოგიკურია: ჩვენს ნერვულ სისტემას უფრთხილდება. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, ჩვენი ხელისუფლება, ძირითადად, არ იზიარებს, მათ შორის, ამ კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შენიშვნებს (რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან მიმართებაში), რფ-სთან მიმართებაში კი ყველაფერში ეთანხმება, ნეტავ, ეგ როგორ ხდება?!


скачать dle 11.3