კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მატროსოვის ამპლუაში

ხელები შორს აშშ-ს საელჩოსგან!

მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა პარიზიდან დააანონსა, რომ მისი პარტია 16 მაისს აშშ-ს საელჩოსთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა, ნამინისტრალის სამშობლოში ოპოზიციური სპექტრი საგრძნობლად გამოცოცხლდა (ხელისუფლება მათ ფონზე მეტად მორიდებულად გამოიყურებოდა, ან კი რატომ არ უნდა ყოფილიყო მორიდებული, როდესაც იცის, რომ ოპონენტები მისი ჩარევის გარეშეც მიასამოთხებდნენ ერთმანეთს). სრულიად აშშ-ს (რა თქმა უნდა, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ჩათვლით), როგორც ამბრაზურას, განსაკუთრებული შემართებით „რესპუბლიკელები“ და „ახალი მემარჯვენეები“ გადაეფარნენ (დაახლოებით, შემდეგნაირი პათოსით: აშშ-ის საელჩოს შემწუხებელი – ჩვენი შემწუხებელიაო), თუმცა, ვნებები დაცხრა, რადგან თავად აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ბრძანა, რომ „ქართული პარტიის“ მიერ საელჩოსთან დაგეგმილ აქციას პატივისცემით ეკიდება, სხვათა შორის, იმ მარტივი მიზეზით, რომ „სიტყვისა და დემონსტრაციების თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი“.

მეტიც, ბატონი ელჩი დარწმუნებულია, რომ „შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ის ქვაკუთხედი, რომელსაც დემოკრატიული საზოგადოება ეფუძნება“ და არც იმას გამორიცხავს, რომ, რაკი ეს აშშ-ის საელჩოსთან გამართული პირველი შეკრება არ არის, ის არც უკანასკნელი იქნება. თუკი აშშ-ის საელჩო ისეთივე გულწრფელია, როგორიც ჩვენი ხელისუფლება (როდესაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების თავისუფლებაში გვარწმუნებს), შესაძლოა, ზემოხსენებულ პოლიტიკურ ძალებს მატროსოვობა კიდეც წაადგეთ.


скачать dle 11.3