კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის ფესტივალის გენერალური სპონსორი გახდა

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ საქველმოქმედო აქციებს განაგრძობს. მან არაერთი ნათელი და ლამაზი დღე უძღვნა ჩვენს თანამემამულეებს და ხშირ შემთხვევაში, ამ კომპანიის პრიორიტეტი ახალგაზრდების, მოზარდების დახმარებაა, მათი, ვინც სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის სახელს საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანს.

შეგახსენებთ, რომ ქველმოქმედება ხორციელდება არა მხოლოდ დევნილთათვის ან სოციალურად შეჭირვებულთათვის, დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია ნიჭიერ ადამიანებსაც უწყობს ხელს სპორტისა და კულტურის სფეროში.

2 მაისს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სერვისცენტრში კომპანიის წარმომადგენლებმა საგანგებოდ მოიწვიეს ფესტივალ „მომავლის ვარსკვლავების” მონაწილე პატარა ნიჭიერი მუსიკოსები, ასევე ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახე – თამუნა გომართელი.

საქართველოს ხელოვანთა კავშირი – „ხელოვანები მომავლისათვის” – ატარებს ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის რესპუბლიკურ ფესტივალს, რომელიც წელს კიდევ უფრო მეტად მასშტაბური იქნება და ახალ სახეებს წარმოაჩენს. ფესტივალს „მომავლის ვარსკვლავები” ეწოდება და მისი გენერალური სპონსორობა ლატარიის კომპანიამ ითავა.

სწორედ ამ კონკურსის მონაწილეებს უმასპინძლეს ლატარიის კომპანიის წარმომადგენლებმა, მარკეტინგის დირექტორმა გია ბარკალაიამ და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლალი კრიხელმა. მათ ბავშვებთან, ტრადიციისამებრ სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს და კიდევ ერთი საინტერესო საჩუქარი გაუკეთეს – გადასცეს 3 000 ლარის სიმბოლური ვაუჩერი, რაც ბავშვებისა და ფესტივალის ორგანიზატორებისთვის დიდი სტიმულია.

თამუნა გომართელი (ფესტივალ „მომავლის ვარსკვლავების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): ფესტივალი მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე ხუთი წელია, ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ყველა რეგიონის, კუთხის განსაკუთრებულად ნიჭიერი ნორჩი მუსიკოსები: პიანისტები, მევიოლინეები და სხვები, მოსწავლეები სამუსიკო, საჯარო თუ სახელოვნებო სკოლებიდან. წელს ეს ფესტივალი გაცილებით მასშტაბურია და მოიცავს რამდენიმე ათას ადამიანს. ეს არის ერთგვარი მარათონი, რომლის საფინალო გალა-კონცერტი 14-15 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება. წელს ჩვენი სპონსორი და პარტნიორი „საქართველოს ლატარიის კომპანიაა“, რისთვისაც, მინდა სულითა და გულით გადავუხადო მადლობა. ეს ბავშვები საქართველოს მომავალია და დიდი მადლობა ჩვენს სპონსორს, რომ მათ გამოვლენაში გვიწყობს ხელს.

გია ბარკალაია („საქართველოს ლატარიის კომპანიის მარკეტინგის დირექტორი“): ლატარიის კომპანიისთვის ხელოვანთა ხელშეწყობა ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც იცით, ძალიან ბევრი საქველმოქმედო აქცია გავმართეთ ერთი წლის განმავლობაში. ეს ბავშვები საქართველოს მომავალია და უნდა გაიზარდონ ისეთები, რომ, არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელს მსოფლიოში იყვნენ ცნობილები და წარმატებულები.

ლალი კრიხელი („საქართველოს ლატარიის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): როგორც ყოველთვის, სოციალური პასუხისმგებლობა და მომავლისთვის ზრუნვა „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამჯერად კომპანიამ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეეტანა საქართველოში კლასიკური მუსიკის განვითარებაში. კომპანიამ პატრონაჟი აიღო ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის მეოთხე რესპუბლიკური ფესტივალის ჩატარებაზე.

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ წარმატებებს უსურვებს მოზარდ შემსრულებლებს და, ამასთანავე, გპირდებით, რომ უახლოეს მომავალში მორიგ საქველმოქმედო აქციას განვახორციელებთ.


скачать dle 11.3