კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კუჭო, ნუ ზარმაცობ!

იმისთვის, რომ ჭამის შემდეგაც კი იგრძნოთ კუჭში სიმსუბუქე, არ დააგროვოთ კალორიები და, შესაბამისად, არ მოიმატოთ წონაში, პირველ ყოვლისა, ნუ მიირთმევთ ზედმეტს და... კიდევ, გაითვალისწინეთ რამდენიმე უბრალო რჩევა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიცოცხლის განმავლობაში ჩვენი მომნელებელი სისტემა გადაამუშავებს საშუალოდ 30 ტონა პროდუქტსა და 50 ათას ლიტრ სითხეს. პარალელურად, ორგანიზმს უწევს ბრძოლა ათასგვარ მიკრობთან, ტოქსინებთან და... ჩვენს მავნე ჩვევებთან. ხომ წარმოგიდგენიათ, რა რთული სიტუაციაა. და, მით უმეტეს, ვალდებულები ვართ, დავეხმაროთ ჩვენს კუჭ-ნაწლავს, იმუშაოს შეფერხებების გარეშე.

კმარა ჭირვეულობა!

როცა კუჭის არეში ვიგრძნობთ სიმძიმეს, დისკომფორტს, შებერილობას, გულძმარვას, უმრავლეს შემთხვევაში, ეს უსიამოვნო შეგრძნებები გამოწვეულია მძიმე საკვებითა და ნაყროვანებით, თუმცა, შეიძლება, სხვა მიზეზიც იყოს, რასაც ექიმები „ზარმაცი კუჭის სინდრომსაც“ უწოდებენ. ასეთ შემთხვევაში კუჭი მსუბუქ და მცირე რაოდენობის საჭმლის მიღების დროსაც კი უარს ამბობს საკვების გადამუშავებაზე. შედეგად, ის დიდხანს ჩერდება კუჭ-ნაწლავში და სწორედ ეს იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს. იმისთვის, რომ ვაიძულოთ „უქნარა“ კუჭი, წესისა და რიგისამებრ იმუშაოს, ჩვენს ყოველდღიურ რაციონს უნდა დავუმატოთ უჯრედისით მდიდარი პროდუქტები: ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული და მარცვლეული, ცხიმების მიღება კი უნდა შევზღუდოთ (დღე-ღამის ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 30-50 გრამს). გარდა ამისა, წესად უნდა შემოვიღოთ დილით, უზმოზე, 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყლის დალევა (ოღონდ, პატარა ყლუპებით). საქმე ისაა, რომ კუჭი ოდნავ უფრო გვიან იღვიძებს, ვიდრე ჩვენ თვითონ, წყალი კი კარგად ასტიმულირებს მის მუშაობას. და კიდევ: კუჭს ძალიან უყვარს მოფერება, ამიტომ, დღეში რამდენჯერმე, ხელის ნაზი, ალერსიანი მოძრაობით, ძალიან მსუბუქად დაიმასაჟეთ მუცელი საათის ისრის მიმართულებით.

მავნე ჩვევების გარეშე

არაფერი ზედმეტი! არ არის საჭირო მკაცრი, სპეციალური გრაფიკი, უბრალოდ, შეეცადეთ, ჭამოთ ხშირად, ცოტ-ცოტა, პატარ-პატარა ლუკმებით (და ყლუპებით) და არაფერი მიირთვათ საღამოს 19 საათის შემდეგ – ასე მიაჩვევთ კუჭს ინტენსიურ მუშაობას სწორედ განსაზღვრულ საათებში. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კიდევ ერთი მთავარი რჩევა: იმოძრავეთ რაც შეიძლება ბევრი! რეგულარული ფიზიკური დატვირთვების გარეშე ძალიან გაგიჭირდებათ, რომ ზარმაც კუჭ-ნაწლავს მუშაობის ხალისი დაუბრუნოთ. რაც შეეხება ნიკოტინსა და ალკოჰოლს, გვერწმუნეთ, რომ ამ ორ მავნე ჩვევას შეუძლია, მთლიანად დაანგრიოს თვით ყველაზე ძლიერი და ჯანმრთელი კუჭიც კი. ყველაფერ ამასთან ერთად, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დღეში უნდა დალიოთ მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხე. წყალი ასტიმულირებს პერისტალტიკას, გიცავთ კუჭის შეკრულობისგან და გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს.


скачать dle 11.3