დაუჯერებელი რეალობა
* სამხრეთ კორეაში რამდენიმე სკოლაში დაწყებით კლასებში ნოვაცია დანერგეს. მათ დაწყებითის პედაგოგებად, ინგლისურ ენაში რობოტები მოიწვიეს. განათლების სამინისტრო ძალიან კმაყოფილია ექსპერიმენტით. რობოტებს მოსწავლეები გაცილებით ყურადღებით უსმენენ, ვიდრე ცოცხალ პედაგოგებს.
* ბრაზილიური სერიალებისთვის რომანების წერაში რეკორდი დაამყარა რიოკო ინუემ. მან ათი წლის განმავლობაში 1 046 რომანი შექმნა.
* შხაპისთვის განკუთვნილი ქუდები თავდაპირველად სახესაც ფარავდა, რათა ქალბატონებს ისე მიეღოთ შხაპი, რომ კოსმეტიკა არ დათხუპნოდათ. მაგრამ, არც ერთ ქალს ეს არ მოეწონა და ქუდის დიზაინიც მაშინვე შეიცვალა.
* ტორონტოში იბეჭდება ეროტიკული ფოტოსურათები, სპეციალურად უსინათლოებისთვის.
* მსოფლიოში ყველაზე გადატვირთული სარკინიგზო სადგურებია:
სინძიუკუ (ტოკიო) – 3,64 მილიონი მგზავრი ყოველდღიურად.
სიბუია (ტოკიო) – 2,4 მილიონი მგზავრი ყოველდღიურად.
სეალდა (კალკუტა) – 1,2 მილიონი მგზავრი ყოველდღიურად.
ჩხატრაპატი შივაჯი (მუმბაი) – 1 მილიონი მგზავრი ყოველდღიურად.
პენსილვანიის ვაგზალი – 600 000 მგზავრი ყოველდღიურად.
პარიზის ჩრდილოეთის ვაგზალი – 490 000 მგზავრი ყოველდღიურად.
კლეპჰუმის ვაგზალი ლონდონში – 430 000 მგზავრი ყოველდღიურად.
ცენტრალური ვაგზალი ბერლინში – 350 000 მგზავრი ყოველდღიურად.
გვერდი მოამზადა
ელენე წულუკიძემ