ბრძნული აზრები
შოპენჰაუერი: შური ადამიანის ბუნებრივი თვისებაა, და მაინც, ის ბიწია და უბედურება. მას უნდა აღვიქვამდეთ, როგორც ჩვენი ბედნიერების მტერს და ყოველნაირად ვცდილობდეთ, ჩვენს არსებაში მოვაშოროთ ეს ბოროტი დემონი.
ნაპოლეონი: არიან ისეთებიც, რომლებიც, თუმცა, გრძნობენ თავიანთ გადამცდარობას, მაგრამ სიამაყით და მედიდურობით არ ტყდებიან მასში და უფრო უკიდურეს გადამცდარობაში ცვივდებიან.
რუსო: იქონიეთ მხედველობაში, რომ არცოდნა არასოდეს არ წარმოშობს ბოროტებას. დამღუპველია მხოლოდ მცდარობა. ადამიანები კი ცდებიან არა იმიტომ, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ თავიანთი თავი მცოდნედ წარმოუდგენიათ.
პლინიუს უმცროსი: ჩვეულება ერთი და იგივე საქმიანობის უნარს გამოუმუშავებს, მაგრამ ნიჭს არ ავითარებს. იგი თვითკმაყოფილებას უფრო შთაუნერგავს ადამიანს, ვიდრე საკუთარი თავის რწმენას.
ჟიულ ვერნი: ცივილიზებული ადამიანები სიმთვრალეში ადამიანის სახეს და იერს კარგავენ.
ლესინგი: ცრურწმენა, რომელშიც ჩვენ აღვიზარდეთ, მაშინაც არ კარგავს ჩვენზე ზეგავლენას, როცა მის რაობას შევიცნობთ.
ლაო ძი: ვინც დაიხშო ყურნი და დაიბრმავა თვალნი, უტანჯველად გალია წუთისოფელი. ვინც ვნებებს აჰყვა და ნეტარებამ შთანთქა, სატანჯველში გალია წუთისოფელი.
ჰერაკლიტე: ზერელე ცოდნა შეცდომისა და შუღლის წყაროა. ძაღლები მხოლოდ უცნობებს უყეფენ.
სენეკა: მე რომ სიბრძნე იმ პირობით შემომთავაზონ, ჩავიკეტო ჩემშივე და იქიდან არაფერი გავუზიარო სხვებს, მე უკუვაგდებდი ასეთ სიბრძნეს.
***
წარსულმა თაობებმა შეკითხვებზე პასუხის ნაცვლად შეკითხვები დაგვიტოვეს.
შპენგლერი: მაშინ, როცა ჭეშმარიტების სამყაროში ყველაფერს მტკიცებულებები წყვეტს, ფაქტების სამყაროში გადამწყვეტ როლს წარმატება თამაშობს.
გოლდონი: ადამიანი წიგნით ხელში არასდროს მარტო არ იქნება.
პასკალი: ვისაც ჭეშმარიტება არ უყვარს, იგი მას ზურგს აქცევს იმ მიზეზით, რომ ის საკამათოა.
ლოკი: საუკეთესო გზა ჭეშმარიტებისკენ არის საგნებისა და მოვლენების შეცნობა ისე, როგორც ისინი სინამდვილეშია და არა ისე, როგორც ჩვენ გვასწავლეს, ისინი შეგვეცნო.
გიოარსი: უბედურია ჭკვიანი უჭკუოებს შორის და უჭკუო – ჭკვიანებს შორის.
ფედრა: ჭკუა სიმამაცეზე მაღალია.
მონტესკიე: თუკი ხასიათი მთლიანობაში კარგია, მასში რამდენიმე ხარვეზის აღმოჩენა უბედურებას არ წარმოადგენს.
ქითსი: მე მხიბლავს ადამიანის ხასიათი, მაგრამ, არ მომწონს ადამიანები.
ბრეხტი: ხელოვნება უნდა იყოს აღზრდის საშუალება, ხოლო მისი მიზანი – სიამოვნება.
ლაროშფუკო: რა გულის გამაწვრილებელი სნეულებაა ერთთავად იმის მცდელობა, რომ, ყოველდღიური მკაცრი რეჟიმის წყალობით, როგორმე შეინარჩუნო ჯანმრთელობა.
ნიუტონი: ფიზიკური ვარჯიში მრავალ კარგ წამალს შეცვლის, მაგრამ, ვერც ერთი წამალი ვერ შეცვლის ფიზიკურ ვარჯიშს.
მონტენი: სულელია ის, ვინც ბრიყვებს ვერ ცნობს ან მიხვდება და მაინც არ მიდის მათგან. ისინი საშიშები არიან ზედაპირული ურთიერთობის დროს და დამღუპველები – სანდო სიახლოვისას.
უაილდი: როცა ადამიანი სტუმრად მიდის, ის მასპინძლის დროს ხარჯავს და არა საკუთარს.
არისტოტელე: სერიოზული სასაცილოთი ინგრევა და სასაცილო – სერიოზულობით.
მოპასანი: ქალებისგან თავის დაცვა მხოლოდ სიყვარულით შეიძლება.