კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესაძლებელია თუ არა გაზაფხულზე ბრაზილიური კოიას გაკრეჭვა და რის მანიშნებელია კამელიაზე შავი ლაქები

ფლორის სამყაროში გაზაფხული-ზაფხული ყვავილობისთვის უმნიშვნელოვანესი სეზონია. ამ დროს უამრავი მცენარე იშლება და იფურჩქნება. „ფლორა ინტერნაციონალის,” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ერთად, სწორედ ამ ორ სეზონზე ვისაუბრებთ და გავარკვევთ, როგორი მოვლა და პირობები სჭირდება ამ დროს ბრაზილიურ კოიასა და კამელიას.

– ბატონო ამირან, რას გვეტყვით ბრაზილიური კოიას შესახებ?

– ეს მცენარე ხარობს ბრაზილიის ქვიან-კლდოვან ადგილებში. ძირითადად, კუნძულოვანი პალმაა. მისი სიმაღლე სამშობლოში 2 მეტრს აღწევს. მცენარის ულამაზესი ფოთლები კი მიგვანიშნებს, რომ არც გადამეტებული სიმშრალის და არც სისველის მოყვარულია.

– როგორ ადგილას გვირჩევთ ამ მცენარის გახარებას?

– მცენარეს სჭირდება ნახევრად მზიანი ან გაფანტულად მზიანი ადგილი. გარე კლიმატში აუცილებლად შეურჩიეთ მოჩრდილული ადგილი. ზაფხულში, მაღალ ტემპერატურაზე მას შეიძლება ფოთლების წვერები გაუხმეს, ან გაუყვითლდეს, შემდეგ კი გაუყავისფრდეს. ამ ყველაფერს შეიძლება, მცენარის მთლიან ფესვთა სისტემის დაავადება მოჰყვეს.

– როგორ მოვიქცეთ დაავადების შემთხვევაში?

– დაავადების შემთხვევაში მწუწნავი მწერების საშუალებით ეს შეიძლება, სხვა მცენარეზეც გადავიდეს. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, კოია განცალკევებით დადგით. მისი მიწა უნდა დაამუშაოთ ქლორჟანგის 0,5-პროცენტიანი ხსნარით და 1-პროცენტიანი კალიუმპერმანგანატის ხსნარით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ნიადაგის ზედაპირზეც და შიგნითაც. ერთი თვის განმავლობაში დააკვირდით, თუ მცენარე გამოჯანმრთელდა, რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც იზოლირებულად დატოვეთ, რადგან შეიძლება, დაავადება განმეორდეს.

– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ზამთრის სეზონზე ეს მცენარე და რა სიხშირით მოვრწყათ?

– ზამთარში სასურველია, კოია 25 გრადუს ტემპერატურაზე ამყოფოთ. ბინაში სითბოს შესანარჩუნებლად გამოიყენეთ გამათბობელი. თუმცა, გირჩევთ, მასთან ახლოს არ დადგათ მცენარე. რაც შეეხება მორწყვის რეჟიმს, ახლა უკვე შეგიძლიათ, მცენარეს კვირაში ორჯერ დაასხათ წყალი, ზაფხულშიც ასევე გაიმეორეთ. ზამთარში კი მხოლოდ ათ დღეში ერთხელ მორწყეთ.

– რით მრავლდება მცენარე და შესაძლებელია თუ არა გაზაფხულზე მისი გასხვლა და გადარგვა?

– მცენარე მრავლდება როგორც თესლით, ასევე კალმითაც. ბრაზილიური კოია გაკრეჭვას არ საჭიროებს. ამიტომ, ნურც შეეცდებით. გადარგვით კი, გადარგეთ სამ წელიწადში ერთხელ.

– როგორ ნიადაგში ჩავრგათ ბრაზილიური კოია და არსებობს თუ არა მავნებლების დასევის საშიშროება?

– კოიას ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: მიწა, ტორფი, ნაკელი და ქვიშა. ის ნიადაგის მიმართ პრეტენზიული არაა და არც მავნებლები ემტერება.

– როგორ მოვუაროთ ახლა მცენარეს და რაიმე დამატებითი პირობების გათვალისწინება ხომ არაა საჭირო ამ დროს?

– გაზაფხულზე სასურველია, გარეთ გაიტანოთ. დაიცავით მორწყვის რეჟიმი და ამყოფეთ ნორმალურ ტემპერატურაზე.

– რას გვირჩევთ, როგორ განათებაზე დავდგათ მცენარე?

– გაზაფხულზე ეცადეთ, მცენარე ნახევრად ჩრდილში დადგათ და მზის მწველი სხივები არ მიაკაროთ.

– როგორი მცენარეა კამელია და წელიწადის რომელ სეზონზე უნდა ველოდოთ მის ყვავილობას?

– ამ მოხდენილ, მრადმწვანე ბუჩქს, პრიალა, მუქი მწვანე, ტყავისებური ფოთლები და თვალწარმტაცი, დიდი ყვავილები ამშვენებს. ვარდისფერი, თეთრი ან წითელი ყვავილები წყვილ-წყვილად ან თითო-თითოდ ამოდის და ზამთრის მიწურულს, ან ადრიან გაზაფხულზე იწყებს გაშლას.

– ესე იგი, ახლა უკვე გაყვავილებული უნდა იყოს კამელია?

– დიახ, კამელია სწორედ ამ სეზონის მცენარეა. ის განსაკუთრებით ლამაზი გაზაფხულზეა და ეცადეთ, გაითვალისწინოთ მისთვის სასურველი გარემო და შესაფერის ადგილზე დადგათ.

– რას გვირჩევთ, სად დავდგათ ახლა მცენარე, რომ კარგად იყვავილოს და თავისი ეფექტურობაც შეინარჩუნოს?

– ეს ბუჩქი სიგანეში იმხელა იზრდება, რომ ზოგჯერ ბინაში ვეღარ ეტევა. ამიტომ, ჯობია, ბაღში მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის მქონე ნიადაგში გადარგოთ. ასეთ ადგილას მცენარე თავს უკეთ იგრძნობს და უფრო გაიფურჩქნება.

– რაც შეეხება მოვლის სხვა პირობებს?

– კოკრები შუა ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე იწყებს განვითარებას. ამ დროს მცენარე არ უნდა გამოაშროთ, თორემ კოკრები გაშლამდე დასცვივდება. კამელიას სიგრილე უყვარს. სითბოში მცენარე ფორმას კარგავს და ყვავილობაც ხანმოკლეა.

– რა სიხშირით მოვრწყათ მცენარე?

– მორწყეთ რბილი წყლით. ზამთარში მიწა მხოლოდ ტენიანი უნდა იყოს, ზაფხულში კი ბევრი წყალი სჭირდება. ახლაც რეგულარულად მორწყეთ.

– როდის სჭირდება კამელიას დამატებითი კვება?

– დაყვავილების შემდეგ, ზაფხულის ბოლომდე, ნიადაგი ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ.

– კიდევ რა გავითვალისწინოთ დაყვავილების შემდეგ?

– თუ გსურთ, რომ თქვენი მცენარე ძალიან მაღალი არ გაიზარდოს, შეგიძლიათ, დაყვავილების შემდეგ, გაკრიჭოთ. მაშინ საშუალოზე მაღალი არ გაიზრდება. გირჩევთ, მცენარეს ხშირად შეუმოწმოთ ფოთლები. თუ შავი ლაქები გაუჩნდა, ესე იგი, ბუგრი ან ცრუფარიანები დაესია.

– როგორ რეაგირებს კამელია მზეზე და ვნებს თუ არა მას ზაფხულში მწველი მზის სხივები?

– დადგით კაშკაშა სინათლეზე, ოღონდ მცხუნვარე მზეს მოარიდეთ. ეს ცუდად იმოქმედებს მცენარის ფოთლების სიჯანსაღეზე. მცენარე სინათლის მოყვარულია და ბინაშიც მისთვის შეარჩიეთ გრილი, ნათელი ჰოლი.

– რა ტემპერატურას ეგუება კამელია და გვირჩევთ თუ არა მის გახარებას ოთახის პირობებში?

– მცენარე 5 გრადუს ყინვასაც კი უძლებს. თუმცა ზაფხულში მისთვის იდეალურია 16-21 გრადუსი, ხოლო ზამთარში – 10-16 გრადუსი.

კამელია არ არის ძალიან პრეტენზიული მცენარე. ულამაზესია, განსაკუთრებით, ამ სეზონზე. ამიტომ, ყველას ვურჩევ, გაზაფხულზე ბინაში სწორედ ეს მცენარე გაახარონ.


скачать dle 11.3