კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე



კითხვა: როგორი გავაზავო სასუქი, რომ მცენარეს მივაწოდო?

პასუხი: თუ სასუქი ფხვნილის სახითაა, აუცილებლად გაეცანით მის ინსტრუქციას და წყალში საჭირო რაოდენობით გახსენით. თუ თხევადია, მაშინ საჭირო რაოდენობის წყალში უნდა გააზავოთ რამდენიმე წვეთი სასუქი და მცენარე სარწყავით მორწყათ.

კითხვა: რა რაოდენობის წყალს ითხოვს ტილანზია?

პასუხი: ამ მცენარეს ბევრი წყალი არ უყვარს. უფრო მეტიც, რბილი წყლით დანამვა, მას საჭირო ოდენობის წყალს აწვდის. ზამთარში იშვიათად მორწყეთ. თვეში ერთხელ მიაწოდეთ 1-4 გაზავებული თხევადი სასუქი და მისთვის ეს საკმარისი იქნება.

კითხვა: როგორ გავზარდო სიმაღლეში სოლია?

პასუხი: ეს მცენარე ხვიარა უფროა, ვიდრე მცოცავი. თუ გსურთ, რომ სიმაღლეში გაიზარდოს, ბადეს ან მავთულის კარკასს უნდა ააყოლოთ. სოლია ზამთრის ბაღში შეგიძლიათ მაღალი მცენარეების შიშველი ტანის დასაფარად გამოიყენოთ.

კითხვა: გამძლეა თუ არა მცენარე დავალია?

პასუხი: საერთოდ გვიმრებს ნაზ და ტენის მოყვარულ მცენარეებად მიჩნევენ. თუმცა, ეს სახეობა მათგან განსხვავდება. ის უწყლობასაც იტანს და დაბალტენიანობასაც უძლებს. ეს ესპანური მცენარე თითქმის ნულოვან ტემპერატურასაც აიტანს. მართალია, ყინვაში ყლორტები სცვივა, მაგრამ არ დაგაღალატებთ და სითბოში ახალს გამოიღებს.

კითხვა: ბარაქის ხე მილპება, რის ბრალია?

პასუხი: საერთოდ, ეს ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ოთახის მცენარეა. მისი მთავარი მტერი ზედმეტი წყალია. ალბათ, მორწყვა მეტი მოგივიდათ. ამიტომ, წყალი შეუმცირეთ, იქნებ, გადაარჩინოთ მცენარე. თუ გსურთ, რომ უხვად დაიტოტოს, ტოტებს წვეროები წააჭერით და ფოთლებიდან მტვერი მოაცილეთ. ასე უფრო ლამაზი სანახავი იქნება.

კითხვა: ბინაში ეუფორბიას ვზრდი, თავიდან პატარა ზომის ფოთლები ჰქონდა, შემდეგ კი დასცვივდა და არ ვიცი, ეს რა მიზეზით დაემართა. იქნებ მირჩიოთ, ადგილი ხომ არ შევუცვალო?

პასუხი: ახლად ზრდადაწყებულ მცენარეს ერთხანს, მართლაც, აქვს ვიწრო ფოთლები, თუმცა, სრულიად ბუნებრივია, რომ დასცვივდა. ამ მცენარეს მხოლოდ ხორციანი შიშველი ტოტებიღა რჩება. მისთვის ნორმალურია ცხელი და მშრალი გარემო. ამიტომ, გირჩევთ, მცენარე სამხრეთის ფანჯარაზე ან ზამთრის ბაღში დადგათ. რაც უფრო დიდ სივრცეს მისცემთ მას, მით უფრო ლამაზი გახდება.


скачать dle 11.3