კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას სთხოვენ გოგონები დიდი რაოდენობით ბორის ბედიას და როდის არტყამს სოფო ბედია ათჯერ მიზანში ერთდროულად

დღეს ჩვენი ჟურნალის სტუმრები სოფო ბედია, მისი მეუღლე – მიშიკო შაყულაშვილი და ბორის ბედია არიან. მათ, ახლო ნათესაობასთან ერთად, კიდევ ერთი რამ აკავშირებთ – სიმღერა. როგორც იცით, სამივე მღერის, მიშიკო კი, იმავდროულად, კომპოზიტორიც არის. ასე რომ, მათ გვერდით, განსაკუთრებით – სუფრასთან, ადამიანი ნამდვილად არ მოიწყენს, თუმცა, თავისი ენერგიულობითა და აქტიურობით სოფო ორივეს აშკარად ჯაბნის.

ბორისი: ამჟამად აბიტურიენტი ვარ, კონსერვატორიაში ვაბარებ: ვოკალი, სოლფეჯიო, მუსლიტერატურა – მოკლედ, სწავლაზე ვარ გადართული. ახლახან ჩამოვედი უკრაინიდან, კიევის ოპერის სცენაზე გვქონდა ძალიან სერიოზული წარმატებები. ნოემბერში კიდევ გვაქვს გასტროლი უკრაინაში. ასევე, შეიძლება, გვქონდეს გასტროლები ავსტრიასა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

სოფო: ჩემს ახალ სიმღერაზე ვაპირებ კლიპის გადაღებას. ასევე, ჩემს მეუღლესთან ერთად ვმღერი ძალიან ლამაზ სიმღერას, რომლის ტექსტიც ნიკო გომელაურმა გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე დაგვიწერა. გარდა იმისა, რომ მიშიკო არაჩვეულებრივი მომღერალია, ის, ასევე, ძალიან კარგი კომპოზიტორია და მოკლედ, ბევრი კარგი გეგმა გვაქვს. სექტემბერში საქართველოს დღეებზე მივდივარ ისრაელში. ბედნიერი ვარ, რომ ამ მიწაზე კიდევ ერთხელ მომიწევს ფეხის დადგმა. ასევე, ვმუშაობ, კონცერტებზე გამოვდივარ, სულ გადარბენები მაქვს... მოკლედ, ბედს არ ვუჩივი.

– მიშიკო, ძნელი არ არის კაცისთვის, გვერდით ასეთი დაკავებული მეუღლე რომ ჰყავს?

სოფო: ყველაფერს ერთად ვიტანთ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენს საყვარელ საქმეს ემსახურები. მარხვის დროს მაინც გაჩერებულები ვიყავით, არ ტარდებოდა ბევრი რაღაცეები და თითქოს მოვიწყინე. ბუნებით აქტიური ვარ და ძალიან მიყვარს აქტიური ცხოვრება.

მიშიკო: ძალიან აქტიურია და მეუღლეობას, დედობას, კარიერას – ამ ყველაფერს კარგად ართმევს თავს.

სოფო: ერთი გასროლით ორს კი არა, ათს ვკლავ.

მიშიკო: საფანტით ისვრის ხოლმე.

სოფო: თან, ყველას მიზანში ვარტყამ. ბავშვობაშიც ასეთი აქტიური და მოუსვენარი ვიყავი

ბორისი: სკოლაში სწავლის დროს მათემატიკასა და ფიზიკაში ცოტას მოვიკოჭლებდი და სოფო მეხმარებოდა ხოლმე.

მიშიკო: მგონი, ყველაფერთან ერთად, სოფო აინშტაინიც არის.

სოფო: ასეთი ვარ და უნდა შეეგუოთ. მეგრული ნიჭიც მაქვს – სხარტი ვარ, ყველაფერს სწრაფად ვაკეთებ. შეიძლება, ქალი მთელი დღე მოუნდეს სახლის დალაგებას, მე კი ამას სწრაფად ვაკეთებ, თან – ხარისხიანად.

მიშიკო: ძალიან კარგი ხელი აქვს და მშვენიერ კერძებს ამზადებს. მოკლედ, ძალიან დადებითი ადამიანია.

– არაფერი აქვს უარყოფითი?

– ისეთი არაფერი. თუ რამე აქვს, იმასაც დადებითი თვისებებით ფარავს.

ბორისი: უარყოფითი ის აქვს, რომ ადრე ცოტა ჯიუტი იყო.

სოფო: ახლა ყველას წინაშე ვაღიარებ, რომ ძალიან ცუდი ბავშვი ვიყავი. მე და ბორია ერთ კლასში ვსწავლობდით, მე 5 წლის შემიყვანეს. მასწავლებელი ერთად გვსვამდა, ხელს გვიწყობდა. გადააწერინე გოგო ამ ბავშვსო, – მეუბნებოდა, და მე კი ჩემს რვეულს ხელს ვაფარებდი, შენც იმეცადინე-მეთქი.

ბორისი: უბრალოდ, ტექნიკური საგნები არ მომწონდა, თორემ, გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია ძალიან მიყვარდა. ამიტომაც დავამთავრე გეოგრაფია-ტურიზმის ფაკულტეტი.

სოფო: ყოველთვის ძალიან თანგადაყოლილი ძმა იყო: ყურადღებიანი, თანაც, ზედმეტად. სანამ გავთხოვდებოდი, ვერსად დავდიოდი, არავისთან შეხვედრის უფლებას არ მაძლევდა. მოკლედ, ნაჭუჭში ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, გამოკეტილი.

– ბორია დიქტატორი ყოფილა.

ბორისი: ცოტათი კი.

სოფო: მერე, რომ დაღვინდა და ჭკუაში ჩავარდა, მიხვდა, რომ ზედმეტებს აკეთებდა. ახლა ევროპული გაგების ბიჭია. დღემდე ისეთი ურთიერთობა გვაქვს, თუ ვინმე მოეწონება, ყოველთვის მეუბნება. მე, რა თქმა უნდა, ნეიტრალური მიჭირავს, იმიტომ რომ, ვისაც ბორია ეყვარება და ბორიას ეყვარება, ის ჩემთვის ბოლომდე მისაღები იქნება. თუ ვიგრძნობ, რომ ადამიანი ბორიას მიმართ არ არის გულწრფელი, მაშინ აუცილებლად ვეტყვი, რადგან, ისეთი თვალი მაქვს, ვერავინ მომატყუებს. ამიტომ, თუ ბორია გულწრფელად უყვარს, მე ხელებს ავწევ და თანახმა ვიქნები, მაგრამ, თუ აფერისტობას ექნება ადგილი, მაშინ შუაში კატეგორიულად ჩავდგები – მული „ვიჩითები”.

– შენ თქვი, ბორია გადაყოლილი ძმა იყოო. ალბათ, შენი მეუღლეც ასეთია.

– ჩემი მეუღლეც ასეთია, არანაირად არ მზღუდავს, პირიქით ხელს მიწყობს. დიდი სიყვარული, ურთიერთგაგება, ხელის შეწყობა – დადებითად მოქმედებს ყველაფერზე.

მიშიკო: რაშიც არის შეზღუდული, თვითონ იცის, თქმა არ სჭირდება.

– ბორია როგორი ცოლისძმაა?

– როგორიც უნდა იყოს. ძმისთვის დის გათხოვება მტკივნეული მომენტია. მე და ბორიას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს – ვმეგობრობთ. მე ამათზე ასაკით ცოტა უფროსი ვარ, სოფო ჰოლანდიელი პარაშუტისტივით დამეცა თავში.

სოფო: ჩემთვის მოვფრინავდი, გაფუჭდა პარაშუტი და მიშიკოს დავეცი თავზე. 36 წელი მე მელოდებოდა, რომ თავზე დავცემოდი. თან, როგორც კი დამინახა, მაშინვე ყველასგან გამომარჩია.

– მიშიკო, შენ, მგონი, სოფოს მოსახიბლავად დიდი დრო არ დაგჭირვებია.

მიშიკო: არა, რა დიდი დრო, როგორც კი დამინახა, მაშინვე „მეშოკში” იყო, მეც გადავიკიდე ზურგზე და წავედი.

– სოფო, მომღერალი რომ არ ყოფილიყავი, ალბათ, ეს თქვენს ურთიერთობას ხელს არ შეუშლიდა.

მიშიკო: როდესაც ადამიანი გიყვარს, მის პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა, არ აქცევ ყურადღებას, ის გიყვარს, გავსებს და მის პროფესიაზე ლაპარაკი უკვე ზედმეტია. მაგრამ, თუ შენი თანამოაზრე იქნება, ეს რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ჩემი ყველა შეყვარებული მუსიკოსი იყო: ზოგი პიანისტი, ზოგი საგუნდო-სადირიჟოროზე სწავლობდა. სოფოც, შესაბამისად, ამ სფეროში ტრიალებდა. ისე, სოფომ გადამარჩინა, თორემ, ეს ისეთი ასაკი იყო, შეიძლება, საერთოდ უცოლოდ დავრჩენილიყავი.

სოფო: ბორიას არ უნდა, რომ მისი მეუღლე მომღერალი იყოს, მაგრამ, მუსიკაში კარგად უნდა ერკვეოდეს და კარგი მუსიკალური გემოვნება უნდა ჰქონდეს.

ბორისი: ნათქვამია, „არასდროს თქვა, არასდროსო“, ვნახოთ, რა იქნება. ვინც აქამდე შემხვედრია, ყველა ეჭვიანი იყო და რად მინდა გვერდით ეჭვიანი ადამიანი.

სოფო: საბაბს აძლევ და იმიტომ, მე ვარ ამ ფაქტების მომსწრე.

ბორისი: ძალიან მომთხოვნები არიან, დიდ ყურადღებას ითხოვენ. ერთმა მითხრა, მე რომ ვეჭვიანობ, შენ რატომ არ ეჭვიანობო. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ჩემი საქმით ვარ დაკავებული.

სოფო: ხანდახან თუ მოიცლის ხოლმე გოგოებისთვის, სერიოზული სიყვარულისთვის, სად სცალია!

ბორისიñèñè: სიყვარულისთვის ყოველთვის მცალია.

– თუ არის თქვენს ოჯახში ისეთი რამ, რასაც ტრადიციულად ყოველთვის აღნიშნავთ?

მიშიკო: ტრადიციად გვაქვს, რაც ჩვენს სიყვარულთან არის დაკავშირებული, იმას ყოველთვის აღვნიშნავთ: გაცნობის დღეს, ქორწინების დღეს...

სოფო: ერთმანეთს ვანებივრებთ, როგორც შეგვიძლია. უბრალოდ, მე უფრო რომანტიკული ადამიანი ვარ.

ბორისი: მეც ძალიან რომანტიკული ადამიანი ვარ. ეს რაღაც მომენტში კარგია, რაღაც მომენტში კი ზედმეტი ემოციურობა ხელს მიშლის. კარგია, როცა ყველაფერი დაბალანსებულია. წეღან მიშამ კარგად თქვა, ჰოლანდიელი პარაშუტისტივით დამეცა თავზეო. მეც ამას ვუსურვებდი საკუთარ თავს: ძალიან მიყვარდეს, მასაც ვუყვარდე. თან, რომ მღერი, ვიღაცისთვის ხომ უნდა იმღერო.

სოფო: შენ თუ ვიღაცისთვის არ მღერი, რა ვიცი – ხან ვის უჩოქებ და ხან ვის.

ბორისი: ეს არტისტიზმია, სცენას უხდება, ჩემი ფანტაზია მაქვს, დულსინეა მყავს და იმას ვუმღერი.

სოფო: მე სულ თვალწინ მიდგას ჩემი მიშიკო.

ბორისი: ამათი რეალობაა, ჩემი კი – ფანტაზია და, მინდა, რომ უკვე რეალობაშიც იყოს.


скачать dle 11.3