კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გადავიდა გიორგი სუხიტაშვილი „დაუკრეფავში“, ვინ მოატყუა ის მწარედ და რა მახე დაუგეს მას „ჯეოსელში“

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი „ჯეოსელის“ თანამშრომლებმა მახეში გააბეს. არარეალური ტყუილი მას ისე დამაჯერებლად უამბეს, რომ სიმწრისგან გულში ცეცხლიც კი აენთო. თუმცა, ეს ყველაფერი სასიამოვნო სიურპრიზით დასრულდა. ამ ორიგინალური ტყუილის ისტორიას თავად გიორგი გვიამბობს.

– გიო, როგორც ვიცი, მწარედ მოგატყუეს, რაც დღემდე გახსოვს. ჩვენც მოგვიყევი ამ დაუვიწყარი ტყუილის ისტორია.

– დიახ, მართლაც დღემდე მახსოვს. ეს მოხდა შარშან, თბილისში. მაშინ ახალი შემოსული იყო ბლექბერომანია „ჯეოსელში“ და ჯერ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა ეს ტელეფონები. ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა და ძალიან მინდოდა, მეც მქონოდა. როცა „ჯეოსელში“ მივდიოდი, იმ ადამიანებს ვისაც, ეს ტელეფონები ჰქონდათ ანონიმურ წერილებს ვუტოვებდი. ტექსტი იყო შემდეგი: „თქვენ ეს არ შეგრჩებათ. თუ მე არ მექნება, არც თქვენ გექნებათ”. ყველას სხვადასხვა შინაარსის წერილს ვუტოვებდი. ბოლოს მიხვდნენ, რომ ის ანონიმური ადამიანი მე ვიყავი (იცინის). იმ პერიოდში ჩემს ალბომზე ვმუშაობდით, ერთ დღესაც, დამირეკეს „ჯეოსელიდან“ და მითხრეს, რომ რაღაც პრობლემა იყო ალბომის დიზაინთან დაკავშირებით. თან, იმ დღეს ხელოსანთან ვიყავი – მანქანა მყავდა გაფუჭებული, ჭიანურდებოდა გაკეთება და ამიტომ ნერვები მქონდა მოშლილი. მოკლედ, მივედი „ჯეოსელში“.

– მერე?

– ყველა ერთად იყო შეკრებილი. მოკლედ, შევედი თუ არა, მითხრეს, რომ ალბომის დიზაინის შეცვლას აპირებენ: გარეთა ყდაზე უნდა იყოს პაპაშენი, ბებიაშენი და ზოგადად, გვინდა, შენი გენეტიკური ხე ლამაზად გავაკეთოთ ალბომზეო (იცინის). ვაკვირდები სახეზე, ხომ არ მეღადავებიან-მეთქი, მაგრამ, ყველა ისე სერიოზული იყო, გულში გავიფიქრე, „სუხიტ, დაგერხა-მეთქი“. (იცინის). მინდა, ვუთხრა, რომ ეს სულელური იდეა თავიდან ამოიგდონ, ოღონდ ისე, რომ უტაქტობაში არ ჩამომერთვას. მერე მითხრეს, რომ მეორე ვარიანტიც ჰქონდათ: ყდაზე წინ შენ იდგები, უკან კი პაპაშენი იქნება ნისლისფერი ეფექტითო. გვერდზე კი, შენი სოფლის შესასვლელთან „კარალეთი“ რომ აწერია, ის იქნებაო. არა, „კარალეთის“ მიწერა რა საჭიროა-მეთქი, ვუთხარი (იცინის), თან, ძალიან ვბრაზდები, გულში ცეცხლი მენთება, მაგრამ, ვცდილობ, არ შევიმჩნიო (იცინის).

– და შენც დაიჯერე?

– „ჯეოსელის“ მთელი შემადგენლობა იყო შეკრებილი, მარტო ოსმან თურანი აკლდათ. ყველა სერიოზული სახით მიყურებდა. ვთხოვე არ გინდათ, ჩემს ლუარსაბა პაპას თავი დაანებეთ-მეთქი. (იცინის). მაშინ, კიდევ ერთი ვარიანტი გვაქვს: შენი სიმღერებიდან გამომდინარე, რადგან ძველისა და ახლის ჭიდილია, ყდაზე ერთ მხარეს ჩოხა-ახალუხი, მეორე მხარეს კი არმანის შარვალ-კოსტიუმი დავხატოთო. ვფიქრობ, ვაიმე დამერხა-მეთქი, ფიქრებში უკვე ძალიან მოუკრეფავში გადავედი (იცინის). გულში ვთქვი, იქნებ, მანქანის პრობლემების გამო ანერვიულებული ვარ და ვერ აღვიქვამ, რას მეუბნებიან, შეიძლება პრობლემა ჩემშია-მეთქი. (იცინის). რა აღარ ვიფიქრე, მაგრამ, ესენი არ ჩერდებიან, რაღაც საშინელებებს მეუბნებიან, ბოლოს კი დაამატეს, რომ ეს ყველაფერი ოსმან თურანის დავალება იყო, მას სურდა ასე. მოკლედ, ბოლომდე დამიმძიმეს სიტუაცია. გავგიჟდი, გადავირიე, ვეხვეწებოდი, არ გინდათ პაპაჩემის სურათი, ჩემზე მეტად ის არავის უყვარს, მაგრამ, ალბომზე რა საჭიროა, კარალეთის შესასვლელის დახატვა საერთოდ რაღა უბედურებაა. თუ სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ, სულ შავი იყოს, არაფრის გამოსახვა არ არის საჭირო-მეთქი. (იცინის). ბოლოს ავდექი და გამოვედი. ისინი კი, მიხვდნენ, რომ არ მომეწონა მათი იდეები და გავბრაზდი, მაგრამ, არ შეიმჩნიეს. შენობიდან გასვლისას დაცვამ გამაჩერა და მითხრა, რომ ჩემს სახელზე ამანათი იყო დატოვებული. ეს ამბავი არ გამკვირვებია, რადგან ხშირად ტოვებენ ხოლმე თანამშრომლების სახელზე ამანათებს, ამიტომ, გამოვართვი და წამოვედი. ჩემმა ძმაკაცმა მომაკითხა მანქანით, ჩავაგდე ეს ამანათი და ვუთხარი, დროზე წავიდეთ, ნერვები მაქვს მოშლილი, ლუარსაბას მიხატავენ ალბომზე-მეთქი. (იცინის). ჩემი ძმაკაცი მეუბნება, ის რა ყუთია, ნახე, იქნებ შიგ ბომბი დევსო. (იცინის). ისე გამორიცხული არ იყო, ის დღე ბომბის აღმოჩენით დასრულებულიყო, ამიტომ, ცოტა შეშინებულმა გავხსენი და, რას ხედავს ჩემი თვალები: ახალი „ბლექბერი“, – ჩემი საოცნებო ტელეფონი! ვერ აგიხსნით, რა დამემართა, უცებ რაღაცნაირად მოვდუნდი (იცინის) შოკში ჩავვარდი.

– ამ სიურპრიზს არ მოელოდი?

– საერთოდ არ მოველოდი, საერთოდ. მანქანიდან ისეთი გაღრეჭილი გადავედი, ყურებამდე მქონდა პირი ღია (იცინის). მაშინვე უკან ავბრუნდი. როცა დამინახეს, იმწუთასვე მიხვდნენ, რომ უკვე ნანახი მქონდა სიურპრიზი, გასკდნენ სიცილით და მკითხეს დაიჯერე ლუარსაბ პაპას ამბავიო? (იცინის) ეს იყო ყველაზე სასიამოვნო ტყუილი ჩემს ცხოვრებაში. ტელეფონი ამ შემთხვევაში პირობითი ნივთია, მე მათი ყურადღება და სითბო მესიამოვნა.


скачать dle 11.3