კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება მეუღლე თქვენთვის ენერგეტიკულად საშიში პიროვნება და საიდან გაჩნდა აზრი, რომ მაისში ქორწინება არ ღირს

ზოგი წეს-ჩვეულება თუ მისტიკური ნიშნები, ჩვენი წინაპრებისგან შემონახული და გადმოცემული დაკვირვებებია. თუ კარგად დააკვირდებით, მათში სიმართლის მარცვალი მართლაც დევს. როგორც თანამედროვე პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსები ამბობენ, მათი ერთი ხელის მოსმით უარყოფა არ შეიძლება.

ამბობენ, რომ შეყვარებულთა ბედი ზეცაში წყდება, სიყვარული უწმინდესი გრძნობაა და როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარდება, მათთვის ირგვლივ მთელი სამყარო იცვლება, ყველაფერი ვარდისფერი ხდება და ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევენ. ამ დროს კი, არ არის გამორიცხული, ნებისმიერმა ჩვენგანმა ისეთი საბედისწერო შეცდომა დაუშვას, რომელსაც ვერასდროს გამოასწორებს და ამით მთელ დარჩენილ ცხოვრებას დაიღუპავს.

თუ რატომ არ შეიძლება მაისში ქორწინება, როდის იწყება ორ შეყვარებულ ადამიანს შორის ენერგეტიკული უთანხმოება და რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს, ამ თემებთან დაკავშირებით, კომენტარი ქალბატონ ნაილის ვთხოვეთ, რომელმაც მეტად საჭირო და დასაფიქრებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.

– ქალბატონო ნაილი, გამიგია მაისში ქორწინება არ ვარგა. ბევრი ამ თვეში დაოჯახებას ერიდება და ურჩევნია, ქორწილი სხვა დროისთვის გადადოს. ისიც მსმენია, რომ ეს ტრადიცია უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს და მას ჩვენი წინაპრებიც იცავდნენ. მაინც რატომ არ შეიძლება მაისში ქორწინება?

– სანამ ამ თემას შევეხები, გეტყვით, რომ როცა ადამიანი უზომოდ შეყვარებულია, ის უამრავ შეცდომას უშვებს და ამას თავად ვერ გრძნობს. ამბობენ კიდეც, შეყვარებულ ადამიანებს შეცდომები ეპატიებათო. მაგრამ, მე, ამ აზრს არ ვეთანხმები. არ არის გამორიცხული, სწორედ შეყვარებულმა ადამიანმა დაუშვას ისეთი შეცდომა, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვება და მთელი დარჩენილი ცხოვრება ვერ გამოასწორებს. ამიტომ, ასეთი დაღი რომ არ დაასვათ საკუთარ ბედს, სიყვარულის დროსაც ზომიერება უნდა დაიცვათ და თავი არ დაკარგოთ. შეყვარებულობის დროს შეცდომის დაშვება ცხოვრების დანგრევის ტოლფასია. მართალია, ამბობენ, ცოლ-ქმრის ბედი ზეცაში წყდებაო, მაგრამ ოჯახში დაწყებული უსიამოვნებები და განქორწინებაც კი, უხილავი ენერგეტიკული სამყაროს შედეგია, რომელიც თითოეული ადამიანის გარშემო ტრიალებს. ასევე, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველი პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმაა, როცა ერთი საერთო ენერგოველი წარმოიქმნება ორ ადამიანს შორის. ეს კი მათ აახლოვებს და იცავს. რაც შეეხება მაისში ქორწინებას, ეს მართლაც არ ღირს. ჩვენი წინაპარი გაცილებით ბრძენი იყო, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამიტომაც, არიდებდნენ თავს მაისში დაოჯახებას. ასეთი გამონათქვამი არსებობს, ამასთან დაკავშირებით: ვარდმა თქვა, მაისი ჩემი თვეა, მე ვხარობ და სხვას არ გავახარებო. აი, სწორედ ეს გამონათქვამი დაედო საფუძვლად იმას, რომ ამ თვეში არ ღირს სიყვარულის ქორწილით დაგვირგვინება. აცადე, შე მამაცხონებულო, ვარდმა მოიყვავილოს და მერე გააჩაღე ქორწილი. რატომ უნდა დადო შენი სიყვარული და მომავალი ბედნიერი თანაცხოვრება სასწორზე?

– იმასაც ხომ ამბობენ, თუ ორ ადამიანს ერთმანეთი ძალიან უყვარს, მათ შორის მესამე ვერ ჩადგებაო, მით უმეტეს, მაისის ვარდი როგორ გახდება დაშორების საფუძველი?

– ეს თქვენზეა დამოკიდებული, დაიჯერებთ თუ არა. პირადად მე, ბევრი ადამიანი მინახავს, სიყვარულის გრძნობას გადაყოლილი და დაღუპული. როცა გიყვარს, გგონია მთებს გადადგამ, ყველა პრობლემას მოაგვარებ, ვერავინ შეგაჩერებს და წინააღმდეგობასაც ადვილად გადალახავ. ეს ბუნებრივია. თუმცა, ისიც ხომ უნდა გაითვალისწინო, რომ ყველა ადამიანს თავისი ენერგეტიკული ველი აქვს და თუ შეყვარებული წყვილის ველები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ამას უბედურების მეტი არაფერი მოაქვს.

– ეს როგორ გავიგოთ? ან, ამ დროს შეყვარებულებს შორის სექსუალური ლტოლვა რაიმე როლს თამაშობს?

– როგორ და, ყურადღებით უნდა მოეკიდოთ მომავალი სასიყვარულო პარტნიორის ენერგეტიკული ველის თავისებურებას. უმჯობესია, სანამ ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, მანამდე ჩაწვდეთ რჩეულის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს. ასე, საბედისწერო შეცდომებისგან იქნებით დაზღვეული. სიყვარული ბრმააო რომ ამბობენ, თუ თავად არ დაიბრმავე თავი, ის ძალით ხომ არ აგიხვევს თვალს? რაც შეეხება სექსუალურ ლტოლვას და გამოცდილებას, ეს თანდათან მოდის. საკუთარ ენერგეტიკულ თავისებურებას კი ვერსად გაექცევით. სულაც არ არის იმის გარკვევა რთული, თუ როგორ უნდა მიხვდეთ, რომელი ადამიანია თქვენთვის ენერგეტიკულად მისაღები, მით უმეტეს – ვინ უნდა აირჩიოთ მომავალ მეუღლედ და სასიყვარულო პარტნიორად. მაგალითად, თუ თქვენს რჩეულთან ინტიმური ურთიერთობის დროს იღლებით, ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენი ენერგეტიკული ველები შეუსაბამობაშია. ანუ, თქვენი პარტნიორი ენერგეტიკულად აბსოლუტურად განსხვავდება თქვენგან. უფრო კონკრეტულად, აგიხსნით, ეს იმის დასტურია, რომ თქვენი რჩეული თქვენგან გაცილებით მეტ ენერგიას იღებს, ვიდრე შეგიძლიათ მას გაუნაწილოთ და მისცეთ. მისგან წამოსული ენერგია კი იმაზე მეტია, ვიდრე შეგიძლიათ მიიღოთ და ეს თქვენში არასასურველ და არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. საერთო ჯამში კი ეს, ორ ადამიანს შორის ენერგეტიკულ შეუთავსებლობას იწვევს და სწორედ აქედან იწყება კონფლიქტები, გაუგებრობები, ჩხუბი, დაძაბული სიტუაციები და ასე შემდეგ. საერთოდ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველია პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმა, რომლის დროსაც საერთო ენერგოველი, აურა წარმოიქმნება, რომელიც მათ უფრო აახლოებს და იცავს უარყოფითი ენერგიისგან. ამ დროს ოჯახში მეტი სიმშვიდე ჰარმონია და გაგებაა მეუღლეებსა და ოჯახის წევრებს შორის.

– როდესაც ოჯახის შექმნაზე მიდგება საქმე, რას უნდა მიაქციოს ამ დროს ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღება?

– როცა ცხოვრების თანამგზავრს ირჩევთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მის წინაპარს, ოჯახს და რჩეულთან დამოკიდებულებაში საკუთარი გუნება-განწყობის ცვალებადობას. თავიდან თითქოს ყველაფერი წესრიგშია, ახალდაქორწინებულები თავს ბედნიერად გრძნობენ. მაგრამ, მერე თანდათან იძაბება სიტუაცია და ეს ერთი შეხედვით ბედნიერი წყვილი, სულ მალე ანგრევს ოჯახს და სკანდალურად შორდება ერთმანეთს. ასეთი უამრავი მაგალითია და მე მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ. გეფიცებით გული მწყდება, ამდენი ოჯახი რომ ინგრევა და ბავშვები მამის გარეშე იზრდებიან. თუ არ ინგრევა, მაშინ ბავშვები ოჯახში გამუდმებით დედ-მამის ჩხუბსა და აყალმაყალს უყურებენ. კონკრეტული ადამიანის ენერგეტიკის ცოდნა დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ უსიამოვნებებს და თქვენი მომავალიც ბედნიერ გარემოში აღზარდოთ. ეს ყველაფერი ბებიაჩემმა გამანდო. ისეთი ქალი იყო, ყველა მას ეკითხებოდა ჭკუას. ახლა რომ ვფიქრობ, ვინც მას დაუჯერა მსგავს საკითხებში, ყველამ მოიგო. მის ნათქვამს დღესაც ხშირად ვიხსენებ, ვკითხულობ ჩანაწერებს. მეუღლეც სწორედ იმ კრიტერიუმით ავირჩიე ცხოვრების თანამგზავრად, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. არც ბედს ვუჩივი, ჩემს ოჯახში მუდამ სიმშვიდე, სიყვარული და ჰარმონიაა. შვილებიც ასეთ გარემოცვაში გავზარდე. ვფიქრობ, არ ღირს გარისკვა, როცა საქმე ბედს ეხება აქ ყველა დეტალი გასათვალისწინებელია, თუნდაც ენერგეტიკული კუთხით, სამყაროში ხომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია.


скачать dle 11.3