კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაარჩინა ნათელმხილველმა ნელი ბიჩიკაშვილმა ახალგაზრდა კაცი დაღუპვას

თუ ერთდროულად ბევრი გასაჭირი დაგატყდათ თავს, როგორიცაა უბარაქობა, ბედის ჩაკეტვა, ჯადოს ზემოქმედება, ნარკომანია, ლოთობა, კაზინოდამოკიდებულება და სხვა, და ამასთან გამკლავება მარტოს არ შეგიძლიათ, მიმართეთ ნათელმხილველ ნელი ბიჩიკაშვილს.

ნათელხილვის უნარით დაჯილდოებულთა შორის ნამდვილად განსაკუთრებულია ქალბატონი ნელი ბიჩიკაშვილი. ამას მეტყველებს მის მიერ გადარჩენილი და განკურნებული ადამიანების გრძელი ნუსხა. ქალბატონი ნელი სწორედ ის ადამიანია, ვისაც აქვს უნარი, აღმოაჩინოს და სწორად შეაფასოს თავს დატეხილი თქვენი უბედურების მიზეზი და ამ მიზეზის განეიტრალება მოახდინოს. ნელი ბიჩიკაშვილს არაერთი ოჯახი გაუმთლიანებია და დაუბრუნებია მისთვის სიმშვიდე. ჩვენ პირადად შევხვდით ადამიანებს, რომლებიც, გასაგები მიზეზებით, ინტერვიუზე მხოლოდ იმ პირობით დავითანხმეთ, რომ მათ ვინაობას არ გავამჟღავნებდით:

ქუთაისელი ქალბატონი მანანა მ-შვილი გვიამბობს:

– მე და ვალერიმ ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენით. ჩემი მეუღლე, ბიზნესმენი გახლავთ და ხშირად უხდებოდა მოსკოვში სიარული. ბოლოს მე და ბავშვებიც თან წაგვიყვანა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მალე შევატყვე, რომ ვალერი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. სახლიდან დილაადრიანად გასული, გვიან ღამით გაღიზიანებული ბრუნდებოდა. საკვირველი ის იყო, რომ ამ გაღიზიანებას ვალერის მხოლოდ სახლში შეამჩნევდით, გარეთ კი, სხვანაირად იქცეოდა.

ამიტომ, ჩემი ახლობლები არც კი იჯერებდნენ, როდესაც დავიჩივლებდი, სიცოცხლეს გვიმწარებს-მეთქი.

– ბოლოს რით დამთავრდა თქვენი ურთიერთობა?

– იძულებული გავხდი, ბავშვებიანად თბილისში დავბრუნებულიყავი. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე და ვალერიც სიხარულით დამთანხმდა, ბავშვებისთვის ასე აჯობებსო. თითქმის 8 წელი იყო გასული ჩვენი წამოსვლიდან და ვალერის 8-ჯერაც არ დაურეკავს ჩვენთვის.

რამდენიმე თვის წინ, ჩემმა მეგობარმა მირჩია, ნათელმხილველ ნელი ბიჩიკაშვილს დავკავშირებოდი. მოკლედ გეტყვით, რომ სწორედ ქალბატონი ნელი იქცა ჩემი ოჯახის თილისმად. სწორედ მან შეძლო ჩემი ოჯახის გამთლიანება. მისგან გავიგე ჩემი ქმრის საყვარლის ვინაობა და მისივე დახმარებით ჩამოვიშორე გზიდან.

განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ქალბატონი ნელის წყალობით, ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებულთა შორის არიან წარსულში ისეთი მძიმე სენით შეპყრობილი ადამიანები, როგორიცაა – ნარკომანია, ლოთობა და კაზინოდამოკიდებულება.

გვიამბობს თბილისელი გოგიტა ჯ-შვილი:

– ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები და ჯანმრთელობა ნარკოტიკებსა და კაზინოს გადავაყოლე. რას აღარ ეცადა ცხონებული დედაჩემი, მაგრამ ჩემი საშველი არა და არ იქნა. რომ იტყვიან, ფეხებზე მეკიდა მისი ხვეწნა-მუდარა და ცრემლები. ერთი სული მქონდა, წამალი გამეკეთებინა და კაზინოში გავქცეულიყავი. რაც ჩემს ოჯახს ქონება გააჩნდა, ვენაში გავუშვი და კაზინოში ,,დავაბანდე“. ახლა რომ ვუკვირდები, როგორ არ მომკლა მამაჩემმა, მაგრამ, ხომ იცით, შვილი მაინც შვილია! ჩემი საქციელით გადარეული მამა დედას ეჩხუბებოდა, ერთი შვილის გაზრდა გევალებოდა და ნორმალურად ეგეც ვერ შეძელიო. ბოლოს დედა და მამა დაშორდნენ. მამამ სხვა ოჯახი შექმნა, მაგრამ სახლიდან ისე წავიდა, არაფერი წაუღია. ბინაც ჩვენ დაგვიტოვა. დღეს აღარც ის ბინა მაქვს, რადგან წაგებული ფულის ჩასაბარებლად კაპიკებში გადავაგდე. ამ ამბავს გადაჰყვა დედაჩემიც, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო.

– ახლა, სად ცხოვრობ?

– ბავშვობის მეგობარმა შემიფარა, ოღონდ ერთი პირობით – თუ ძველებურად ცხოვრებას გავაგრძელებდი, ისიც სახლიდან დამითხოვდა. ამან ცოტა ხანს შემაკავა, მაგრამ ძველი ცხოვრების წესის დათმობა მაინც ძალიან მიჭირდა. ვტყუოდი ყველას წინაშე, ვიგონებდი ათასგვარ სისულელეს, რომ არ გამჟღავნებულიყო, ისევ იმ ჭაობში რომ ვიყავი ჩაფლული. ერთ დღეს ჩემი მეგობრის დამ – თამუნამ დამიმარტოხელა და მითხრა, – ქალბატონ ნელისთან უნდა გამომყვეო. ხომ იცით, კაცების ამბავი, ასეთების არ გვჯერა, მაგრამ თამუნას ხათრი ვერ გავუტეხე და წავყევი. გაოგნებული დავრჩი, როცა ქალბატონმა ნელიმ ბევრი ისეთი რამ მითხრა, მარტო მე რომ ვიცოდი. ამის შემდეგ, მისას როგორ არ დავიჯერებდი?!

– დღეს როგორაა შენი საქმეები?

– რამდენიმე თვეა, დღეში ორჯერ სანთლებს ვანთებ, ლოცვებს ვკითხულობ და ნელის მოცემულ წამალს ვსვამ. მალევე შევატყვე, რომ წამლისადმი დამოკიდებულება მომეხსნა. ადრე მეტი საფიქრალი არაფერი მქონდა, სადმე ფული მეშოვა, გავმძვრალიყავი და ,,გამეჩხირა“. ახლა ეს აზრები მომცილდა. ალბათ, იმიტომ, რომ საღად ვცხოვრობ და ვაზროვნებ. კაზინოს ახლოსაც აღარ გავკარებივარ.

ოჯახის წევრსაც შეუძლია ასეთი შეპყრობილი ადამიანის შველა. მთავარია, მოინდომოს და დანარჩენს ქალბატონი ნელი მოუვლის. ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, ყველას გასაგონად ვამბობ: ჩხუბი და დავიდარაბა კი არა, ასეთ დროს ადამიანის შველაა საჭირო. დაუკავშირდით ქალბატონ ნელი ბიჩიკაშვილს, დაუჯერეთ მის რჩევებს და თქვენთანაც დაბრუნდება სიმშვიდე და ნორმალური ცხოვრება.

ნელი ბიჩიკაშვილი წინასწარი ჩაწერის გარეშე არავის იღებს.

მასთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 14-20-65 (ბინა). 893-30-65-51. 899 20-37-64.


скачать dle 11.3