კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ავსტრალიაში „ჯოჯოხეთური“ წიწაკა გამოიყვანეს

ავსტრალიელთა ჯგუფი აპირებს, წიწაკის სიმწარის ხარისხის რეკორდი დაამყაროს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ გამოიყვანენ ჩილი-პეპერის იმდენად მწარე ახალ სახეობას, რომ მის მოსაყვანად და გადასამუშავებლად აირწინაღისა და დამცავი ტანსაცმლის ტარება აუცილებელი იქნება. ეს ტანსაცმელი ქიმიური დაცვის კოსტიუმის მსგავსი უნდა იყოს.

მელბურნში ჩატარებული ტესტირების დროს, 2,5 სანტიმეტრის სიგრძის წიწაკამ, სახელწოდებით „ტრინიდადის მორიელი“, სკოვილას სკალით, 1,46 მილიონი ერთეული აჩვენა. მან მნიშვნელოვნად გაუსწრო წინა რეკორდსმენს – „ნაგა ვიპერს“, რომლის მაჩვენებელი 1,38 მილიონი ერთეულია.

შედარებისთვის, პოპულარულ მექსიკურ წიწაკას „ხალაპენიოს“ რეიტინგი, იმავე სკოვილას სკალით, მხოლოდ 2 500-8 000 ერთეულია.

ტესტირება ვერ ჩატარდა ექსცესების გარეშე: ახალი „ჯოჯოხეთური“ წიწაკის გასინჯვისას, ზოგიერთს თავბრუ დაეხვა და 20 წუთის განმავლობაში სიარული ვერ შეძლო, ზოგიერთს ჰალუცინაციები დაეწყო.


скачать dle 11.3