– მამი‚ ეს წამყვანი ჩვენგან ზურგშექცევით რატომ ლაპარაკობს?
– ისეთ რაღაცას ამბობს‚ რცხვენია.
***
– სანამ მე ანტალიაში ვგულაობ‚ ვინ იცის‚ ცოლმა ერთი-ორჯერ მიღალატა კიდეც.
– ესე იგი, მოგიგია‚ საერთო ანგარიში 5:2-ია.
– თანაც გაითვალისწინე‚ მე სტუმრად ვარ‚ ის – თავის მოედანზე.
***
მიხომ შვილს შოკოლადი მოუტანა.
– მამი‚ ამას რძიანი რატომ აწერია?
– იმიტომ‚ რომ რძისგან აკეთებენ.
– ზანგი ძროხისგან?
***
ცოლი – ეს პურია‚ თუმცა, ხანდახან „ბულკიც“ მოგინდება ადამიანს.
***
– თქვენ როგორი სანდომიანი‚ პატიოსანი ქალბატონი ჩანხართ... მე კი ცოლი მღალატობს.
– როგორ?
– შემიძლია‚ ახლავე გაჩვენოთ...
***
შოკოლადი სასარგებლოა ტვინისთვისო, – ამბობენ ქალები‚ მაგრამ, ვერ ამტკიცებენ.
***
განცხადება:
„გავიცნობ ქალბატონს‚ რომელსაც პირდაპირ ვეტყვი ყველაფერს‚ რასაც თქვენზე‚ ქალებზე ვფიქრობ“.
***
– შეუძლია თუ არა კარგ პროგრამისტს, გახდეს პოლიტიკოსი?
– არასოდეს! პროგრამისტისთვის ყოველი გამონათქვამი ან მართალია‚ ან – სიცრუე. პოლიტიკოსისთვის კი ჭეშმარიტება სადღაც ამათ შორისაა.
***
– უცხო მამაკაცთან ერთად ლიფტში არასოდეს შევდივარ, მე მათ იქ ველოდები.
***
– მამა, „გაიშნიკებს“ თქვენი‚ მძღოლების ეშინოდათ?
– არა‚ შვილო‚ საიდან მოიტანე‚ პირიქით...
– აბა‚ ამას წინათ რატომ ამბობდი‚ „გაიშნიკები“ ბუჩქებში და მოსახვევებში გვემალებოდნენო?
***
წარწერა კარზე:
„დააკაკუნეთ უფრო ძლიერად‚ ძაღლი ყრუა“.
***
ორი დაქალი საუბრობს:
– მე ქმრისთვის არასდროს მიღალატია...
– არ მჯერა‚ ნუთუ ერთხელ მაინც არა?
– არა‚ გეფიცები‚ არც ერთხელ... რაღაც, არასდროს არ გამიმართლა.
***
– თქვენ ეწევით?
– დიახ...
– იცით‚ რომ, თურმე‚ მოწევა ორჯერ ამცირებს სიცოცხლეს?
– ეს როგორ?
– რამდენი წლის ხართ?
– ოცდაათის?
– ჰოდა‚ სამოცის იქნებოდით...
***
ეკითხებიან აფხაზებსა და ოსებს:
– როგორ ცხოვრობდით საქართველოს შემადგენლობაში?
– გაბრაზებულები და ღარიბები.
– ახლა?
– გაბრაზებულები‚ ღარიბები და მადლობლები...
***
სარეკლამო განცხადება:
„შეიძინეთ ჩვენი პრეზერვატივი და თქვენ მიიღებთ 10-პროცენტიან დაზღვევას ვენეროლოგთან“.
***
– ჯანმრთელობისთვის აუცილებელია კარგი კვება‚ სუფთა ჰაერი‚ ვარჯიში... კიდევ?
– ?
– რას აკეთებთ ცოლთან ერთად კვირაში ორჯერ-სამჯერ?
– ვჩხუბობთ.
***
სვანმა ქალაქში დღიური სამუშაო იშოვა. გასამრჯელოში სადილიც შედიოდა. დიასახლისმა თავი მოიქაჩლა და ხინკალი გააკეთა. სუფრას ოჯახის უფროსიც მიუჯდა. სანამ მასპინძელმა ერთი ხინკალი შეჭამა‚ სვანმა ორი გადაყლაპა; სანამ მეორეს გადაიღებდა, სვანმა კიდევ ორი გადასანსლა... კიდევ და კიდევ. ვეღარ მოითმინა კაცმა:
– შენ რა, სულ ორ-ორსა ჭამ?
– სამი რო შევჭამო‚ დავიხრჩობი...
***
– რა განსხვავებაა სექსში ცოლთან და საყვარელთან?
– ისეთივე‚ როგორიც სამსახურსა და ჰობის შორის: პირველი – რაციონალურია‚ მაგრამ, უინტერესო; მეორე – არარაციონალური‚ მაგრამ საინტერესო.
***
– რატომ თქვი უარი სამსახურზე?
– უფროსი არ მომეწონა – გამოხედვაც კი უცენზურო ჰქონდა.
***
– ვა‚ გუშინ რომ ასეთი ობიექტი გახსნეს, წითელი ლენტა იყო‚ დღეს ლურჯია. რატომ?
– გუშინ ქალების ტუალეტი გახსნეს‚ დღეს კაცებისას ხსნიან.
***
ჰოლივუდის ნებისმიერი ფილმის შეძენა შეგიძლიათ შესაბამის მაღაზიებში და ყველა ბაზრობაზე 2 ლარად. ახალი გადაღებული‚ მაგრამ ჯერ კიდევ ეკრანზე გამოუსვლელი – 7 ლარი ღირს‚ ჩაფიქრებული და ჯერ გადაუღებელი – 10 ლარი.
***
ისროლა უფლისწულმა ისარი და წავიდა მის მოსაძებნად. ბევრი იარა თუ ცოტა‚ მიადგა ჭაობს. ხედავს, ზის ბაყაყი და თათებში მისი ისარი უჭირავს. „რა გაეწყობა‚ ჩემი ბედი ეს ყოფილა“‚ – თქვა პრინცმა და იქორწინა ბაყაყზე.
რა იცოდა‚ რომ ეშმაკმა ბაყაყმა ისარი წინასწარ მოჰპარა.
***
– არა‚ გენაცვალე‚ საჭესთან არასდროს ვსვამ. ვაჩერებ‚ გადმოვდივარ და, სანამ ბოლომდე არ დავლევ‚ რულთან არ ვჯდები.
***
„გამიჩნდა ბიჭი – 3 და 200‚ მსურველს მივცემ 2 500-ად“.
***
– ვაჟი შემეძინა‚ საბა დავარქვი... მომკლავს‚ ცოლმა რომ გაიგოს!
***
ბიზნესმენმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი აიყვანა.
– 100 დოლარი საათში!
– მე მხოლოდ ხუთი წუთი მინდა‚ ესე იგი‚ დაახლოებით‚ 10 დოლარი...
– ეგრე გამოდის‚ მაგრამ, ჩვენთან მინიმალური თანხა საათობრივი ანაზღაურებაა.
– ვაა‚ დანარჩენი 55 წუთს რა უნდა ვაკეთო?
– მელაპარაკე.
ბიზნესმენმა მობილური ამოიღო და ანგარიში დაიწყო.
– არა‚ არ გამოვა‚ – თქვა ბოლოს‚ – ნებისმიერ მობილურ ოპერატორზე გაცილებით ძვირი მიჯდება...