კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს დედმამიშვილებმა ერთმანეთი და ვინ ეძებს 1929 წელს გაშვილებულ ბავშვს საქართველოში

19 წლის რუსუდან ლევანის ასული კაციტაძე ეძებს 83 წლის სონია ალექსის ასულ ღობნელიშვილს (სახელი და გვარი ამჟამად შეცვლილი ექნება).

ისტორია: ბაბუაჩემს, 72 წლის ვანო ალექსის ძე ღობნელიშვილს, ჰყავდა და, რომელიც ორთაჭალის უდედმამო ბავშვთა სახლიდან გაუშვილებიათ. ამჟამად ის ქალბატონი დაახლოებით 83 წლის უნდა იყოს. ყველაფერი, რაც ჩვენ მასზე ვიცით, არის ის, რომ მისი დაბადების სახელი და გვარი იყო სონია ალექსის ასული ღობნელიშვილი. ბაბუაჩემი ახლა თვითონაც ასაკშია, მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ის დის პოვნაზე ოცნებობს. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის მოძებნაში.

– გვიამბეთ თქვენი ისტორია, როგორ დაკარგა ბაბუათქვენმა ღვიძლი და და რა იცით ამ ისტორიის შესახებ?

– ბაბუაჩემი ვანო ამჟამად უკვე 72 წლისაა. მას ძალიან უნდა თავისი დის პოვნა, რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცით იმის გარდა, რომ ის ორთაჭალის ბავშვთა სახლში იმყოფებოდა დროებით, უფრო კონკრეტულად კი – 1929 წელს. ამ დროს ბაბუაჩემის მამა, ალექსი, ორთაჭალაში საავადმყოფოში იწვა და ბავშვის მოვლა მშობლებს არ შეეძლოთ. ბაბუა ამბობს, რომ მისი და დაიბადა 1928 წელს, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში. ამ დროს მამამისი, როგორც უკვე გითხარით, ძალიან ცუდად იყო და ორთაჭალაში, საავადმყოფოში იწვა. მეუღლის სანახავად თბილისში ჩამოვიდა მისი ცოლი პატარა სონიასთან ერთად. იმ დროს სონია 1 წლის იყო და ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზის გამო დედამისს ის ორთაჭალაშივე, უდედმამო ბავშვთა სახლში მიუბარებია, სავარაუდოდ, დროებით. იქ პატარა სონია ვიღაც ქალბატონს მოსწონებია, და მისი შვილად აყვანა განუზრახავს. მაგრამ, როდესაც ეს გაიგო ჩემმა დიდმა ბაბუამ, ანუ ალექსიმ, უარი განაცხადა ბავშვის გაშვილებაზე, მაგრამ, ბაბუას თქმით, იმ უშვილო ქალბატონმა მოქრთამა ბავშვთა სახლის გამგე და ასე ტყუილითა და ქრთამით ბავშვი მაინც გაუშვილეს.

– ეს ისტორია დიდი ხნის წინ მოხდა. აქამდე თუ უძებნია ან ბაბუათქვენს ან მის მშობლებს გაშვილებული გოგონა, რომელიც ამჟამად ხანში შესული უნდა იყოს?

– ნამდვილად ასეა, ძალიან დიდი დროა გასული ამ ამბის შემდეგ. ხანდახან ვფიქრობთ კიდეც, ნეტავი, ცოცხალია თუ არა ის ქალი. დარწმუნებული ვართ, ამჟამად მას სულ სხვა სახელი და გვარი აქვს. ბუნებრივია, არც ის ვიცით, თვითონ თუ იცის თავისი ისტორიის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, დიდად ვიმედოვნებთ, იცის, რომ ის აყვანილია და, შესაძლებელია, აღმზრდელს არც ის დაუმალავს, საიდან აიყვანა. თუკი ეს მართლა ასეა, წესით, უნდა მიხვდეს, რომ სწორედ მას ვეძებთ. აქამდე სულ გვესმოდა ბაბუასგან, რომ მას ძალიან უნდა დის პოვნა, მაგრამ, მან არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა, ვისთვის უნდა მიემართა. მას ძალიან უნდა დაკარგული დის პოვნა და ჩვენ ყველას გული გვიკვდება, რომ ვუყურებთ, გვინდა, დავეხმაროთ. ვიცით, რომ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს და ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ, ხომ შეიძლება, ვცადოთ და ვეძებოთ?

– ერთადერთი ხელჩასაჭიდი ამ ისტორიაში, რომელიც დიდი ხნის წინათ მოხდა, არის ის, რომ დაკარგულმა ქალბატონმა უნდა იცოდეს თავისი ისტორია. თუ ასე არ არის, მისი პოვნაც შეუძლებელი იქნება.

– სწორედ ამიტომ, ჩვენ აქამდე ვერაფერს ვაკეთებდით და ვერც ვეძებდით, რადგან არც იმ ქალის სახელი და გვარი ვიცით, ვინც იშვილა სონია, არც მისი მისამართი, თუნდაც იმდროინდელი. ჩვენ ვხვდებით, რომ ამ შემთხვევაში პოვნის შანსი თითქმის არ გვაქვს. სამაგიეროდ, თუ ვიპოვეთ, ბაბუაზე ბედნიერი არავინ იქნება. ამიტომ, დიდი თხოვნა მაქვს, ეს ისტორია თქვენს რუბრიკაში გამოქვეყნდეს.

– თქვენმა ბაბუამ თუ იცის, მას დის პოვნაში რომ ეხმარებით?

– კი, ბაბუამ იცის. სწორედ მან მომცა თქვენი ტელეფონის ნომერი და მთხოვა, დაგკავშირებოდით. თვითონ ვერ შეძლებდა თბილისში ჩამოსვლას. ამჟამად რუსთავში ვცხოვრობთ და ამიტომ მე მთხოვა, თქვენ შეგხვედროდით. მას ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ვინმე გამოეხმაურება. მეც უარი ვერ ვუთხარი და მოვედი თქვენთან. ძალიან მინდა, ბაბუა გავახარო. ჩემ გარდა ეს უნდათ დედაჩემსაც და მთელ ჩემს ოჯახს.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3