კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ასტრა”, რომელსაც ეგრეთ წოდებული „თხუთმეტიანი” დისკები ეყენა. ის „თვრამეტიანი” დისკებით შევცვალე. რამდენიმე დამუხრუჭების შემდეგ, მუხრუჭი საერთოდ აღარ იჭერს. შესაძლებელია, რომ ამას ერთმანეთთან კავშირი ჰქონდეს?

პასუხი: რა თქმა უნდა, საბურავები და სამუხრუჭე სისტემა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. როდესაც გაცილებით დიდი ზომის დისკებს ვაყენებთ, უნდა შეიცვალოს სამუხრუჭე სისტემაც და გაცილებით დიდი ზომის სამუხრუჭე დისკები გვჭირდება და ბევრად უკეთესი ხარისხის სამუხრუჭე ხუნდებიც. ანუ, ყველაფერი უფრო დიდი ზომის უნდა იყოს და უფრო ხარისხიანიც. იოლად რომ აღიქვათ, რა მნიშვნელობა აქვს ამას საბურავისთვის, წარმოიდგინეთ თაგვი, რომელიც თავისი ზომის შუშის წრეში ტრიალებს. საითაც დაიწყებს ის ხტუნვას, იქით წავა წრეც და თან, იოლად დატრიალდება. მაგრამ თუ ამ თაგვს თავისზე მინიმუმ, სამჯერ დიდი წრის ტრიალი მიუწევს, რომელიც დიდიც არის და მძიმეც, ანუ თუ მუხრუჭს გარკვეული ძალა სჭირდებოდა საბურავის გასაჩერებლად, მას გაჭირვებით მოერევა. თქვენი პრობლემაც აქედან გამომდინარეობს.

კითხვა: ახალი ავტომობილი შევიძინე იაპონიაში და ჩამოვაყვანინე. მეგონა, კარგად ვივლიდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარჯვენა საჭეს ვერ შევეგუე და მინდა, მარცხნივ გადმოვიტანო. უსაფრთხო თუ არის ეს?

პასუხი: ორაზროვანი პასუხი გამომივა. ეს კეთდება, მაგრამ ძალიან სკურპულოზური მიდგომა სჭირდება, უნდა ენდობოდე ხელოსანს. მაგრამ, მაინც ვიტყვი, რომ ეს ძალიან ფაქიზი მომენტია. რაც უნდა იდეალურად იყოს გადაკეთებული საჭე, ის მაინც კარგავს ბალანსს. ანუ, ირღვევა საჭის მართვა, ის ვეღარ უხვევს ისე, როგორც საჭიროა. ახლა ძალიან ბევრმა ხელოსანმა დაიწყო საჭის გადმოტანა და შემიძლია ვთქვა, რომ ამას არცთუ ისე ხარისხიანად აკეთებენ. ამიტომ, თუ მაინცდამაინც მარცხნივსაჭიანი მანქანის ყიდვა გინდათ, თქვენი ავტომობილი გაყიდეთ, ცოტა ფული დაამატეთ და ევროპისთვის შექმნილი იაპონური მანქანა შეიძინეთ. აქ მოქმედებს მარტივი ლოგიკა, იაპონური მანქანის ხარისხის, გამძლეობის, დიზაინის, ასაკის, კლასის მქონე ევროპული მანქანის საყიდლად გაცილებით მეტი ფული დაგჭირდებათ.


скачать dle 11.3