ფილმი კლიჩკოებზე
ბერლინში გერმანელი კინოდოკუმენტალისტის, სებასტიან დენჰარდტის ფილმის – „კლიჩკოს” პრემიერა შედგა. ფილმი ცნობილი უკრაინელი მოკრივეების ვლადიმირ და ვიტალი კლიჩკოების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს და მისი გადაღება ორი წელი მიმდინარეობდა. ფილმში შესულია ინტერვიუები მოკრივეებთან, მათი ახლობლებისა და ნათესავების კომენტარები, ასევე უნიკალური ვიდეოკადრები კლიჩკოების საოჯახო არქივიდან. 112-წუთიანი ფილმი სამ – რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზეა გადაღებული და მისი პრემიერა რუსეთისა და უკრაინის კინოთეატრებში ივნისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.