„ტაისონის კბენის“ რიმეიკი
არგენტინელმა მოკრივემ, ალეჰანდრო გომესმა, მაიკ ტაისონის 1997 წლის ცნობილი „კბენის” გამეორება მოახდინა რინგზე და თავის მოწინააღმდეგეს, ვისენტე მარტინ როდრიგესს, ყურზე ორჯერ უკბინა. შეგახსენებთ, რომ ტაისონმა ევანდერ ჰოლიფილდს იმ ცნობილ მატჩზე ყური მოაჭამა, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიიღო. მატჩის რეფერმა კბენის ფაქტი მხოლოდ ვიდეოგამეორებაზე შენიშნა, რის შემდეგაც მოკრივეს დისკვალიფიკაცია შეეფარდა. აღსანიშნავია, რომ ალეჰანდრო გომესს უკანასკნელი ექვსი დაპირისპირებიდან რინგზე ხუთი წაგებული ჰქონდა და მარტინთან ბრძოლასაც აგებდა, როდესაც საქმეში თავისი კბილები ჩართო.