რუსეთი - 2018
მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის ერთ-ერთი ნახევარფინალური და ფინალის მატჩები მოსკოვში გაიმართება – განაცხადა რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ, რომელიც ოფიციალურად დაინიშნა „რუსეთი-2018-ის” საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარედ. მუტკოს თქმით, მეორე ნახევარფინალი სანკტ-პეტერბურგში ჩატარდება, ხოლო „ფიფას“ კონფედერაციათა თასი, რომელიც მოსკოვში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი წლით ადრე – 2017 წელს ტარდება, სანკტ-პეტერბურგში, სოჭსა და ყაზანში გათამაშდება. შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ქალაქების გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადებიან: კალინინგრადი, იაროსლავლი, ნიჟნი ნოვგოროდი, სარანსკი, სამარა, ვოლგოგრადი, ეკატერინბურგი, დონის როსტოვი და კრასნოდარი.