რუნი „ტვიტერში“ გაწევრიანდა
„მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი, უეინ რუნი, მიკრობლოგების პორტალ „ტვიტერზე” დარეგისტრირდა სახელით – Wazzaroon08. რუნის დარეგისტრირებამდე „ტვიტერის” აქტიური მომხმარებელი იყო მისი მეუღლე კოლინი, რომელმაც ქმრის გამოჩენას მიკრობლოგზე სპეციალური პოსტი მიუძღვნა. საინტერესოა, რომ „ტვიტერზე” პროფილის ფოტოდ რუნიმ თავისი და კოლინის ერთობლივი სურათი განათავსა და ამით მიანიშნა დაინტერესებულ პირებს, რომ, მეძავებთან დაკავშირებული სკანდალის მიუხედავად, იგი კოლინის ერთგული დარჩება.