კორტიდან – რეპინდუსტრიაში
ჩოგბურთის სუპერვარსკვლავი, სერენა უილიამსი გასული წლის ზაფხულის შემდეგ არ გამოჩენილა კორტებზე – იგი პოსტოპერაციულ მკურნალობის კურსს გადის და, გარდა იმისა, რომ დიდ ჩოგბურთში დაბრუნებას გეგმავს, სხვა საქმეებითაც არის დაკავებული. უიმბლდონის გასული წლის ჩემპიონი, სათამაშო ფორმის აღდგენის მიზნით, ბევრს ვარჯიშობს, ცურავს, დაკავებულია დიზაინერობით, სულ ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ რეპისთვისაც კი იცლის – სერენა ერთ-ერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში პროდიუსერ დიჯეი ქლუსთან ერთად რამდენიმე კომპოზიციაზე მუშაობს, რომლებსაც სულ მალე წარუდგენს თავის ქომაგებს.