უესლი სნეიდერის ცოლს ყველაზე ლამაზი პირი აქვს
„ინტერისა” და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, უესლი სნეიდერის მეუღლემ, მომხიბვლელმა იოლანტა ვან კასბერგენმა, ჰოლანდიაში ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა და ჰოლანდიელ ტოპ-მოდელებს შორის ყველაზე ლამაზი პირის მფლობელი გახდა. ამავე კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა „ვიქტორია სიქრეტის” მოდელმა დაუტცენ კროესმა, ხოლო „ტოტენჰემის” ვარსკვლავის, რაფაელ ვან დერ ვაალის მეუღლემ, მოდელმა სილვიამ, მესამე პოზიცია დაიკავა.