მოკლე ტექსტური შეტყობინება ლეო მესისთვის
ცნობილი არგენტინელი მოდელის, ანდრეა რინკონის თქმით, მას რომანის გაბმის საშუალება ჰქონდა „ბარსელონას” ვარსკვლავ ლიონელ მესისთან, რომელიც „ესემესის” საშუალებით გაიცნო, თუმცა, არ გამოუვიდა. რინკონი ირწმუნება, რომ 2010 წლის სექტემბერში მას ურთიერთობა ჰქონდა მესისთან, რომელიც ჩასული იყო სამშობლოში ესპანეთთან ამხანაგური მატჩის გამო. მატჩის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ანდრეამ „ესემესი” გაუგზავნა მესის და შეხვედრა სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო, მაგრამ ეს მიმოწერა ანდრეას იმჟამინდელ „ბოიფრენდს“ უნახავს მოდელის ტელეფონში და ამის გამო, ანდრეასა და მესის შეხვედრა არ შედგა. საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არგენტინელი მოდელების მესისთან ელექტრონული ურთიერთობის შესახებ საუბრობენ. რამდენიმე ხნით ადრე მოდელი შაბრინა რაველი აცხადებდა, რომ ლეო მესისთან ხშირად კონტაქტობდა ინტერნეტ-ჩატის საშუალებით და ხანდახან მესი ვიდეოთვალსაც კი ურთავდა.