კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაზაფხულზე ჭამეთ დღეში 50 გრამი შოკოლადი, ორი ციტრუსი, ორი ვაშლი, ორი ბანანი და ორი კივი

გაზაფხულზე მთავარი საკვები შოკოლადია, თანაც, მწარე და არა თეთრი ან რძის. ის საგრძნობლად აუმჯობესებს გუნება-განწყობას და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. შოკოლადი შეიცავს თეობრომინს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სეროტონინის გამომუშავებაში, ზრდის იმუნიტეტს და შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ასე რომ, თუ ზომიერად ჭამთ შოკოლადს, ჯანმრთელობას ნამდვილად კეთილ სამსახურს გაუწევთ. შოკოლადი, აგრეთვე, ამაგრებს იმუნიტეტს და დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე.

იმუნური უჯრედების დაახლოებით 60-70 პროცენტი ნაწლავებშია თავმოყრილი და, ამიტომ, გვჭირდება ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ეხმარება მას სწორად მუშაობაში. აუცილებელია, მივიღოთ ბიფიდოკეფირები, კერძოდ, ბოსტნეული და ხილი, რომელიც შეიცავს უჯრედისს.

გაზაფხულზე, დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ ორი ციტრუსი, ორი ვაშლი, ორი ბანანი და ორი კივი. თუ გრძნობთ, რომ გაციებული ხართ, დალიეთ დარიჩინიანი ჩაი.

ნაწლავების ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს მისი არასწორი მუშაობა, ნერვული სტრესი, დისბაქტერიოზი და, რასაკვირველია, არასწორი კვება. ამიტომ, ნაწლავების ნორმალური მუშაობისთვის აუცილებლად ჩაიტარეთ პროფილაქტიკა დისბაქტერიოზზე. გაზაფხულზე მიირთვით ბევრი ბოსტნეული, ყოველდღიურად მიიღეთ რძის პროდუქტები, ორ ლიტრამდე სითხე. ასევე, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ჰაერზე და მეტი ივარჯიშეთ.

სისხლძარღვების გასამაგრებლად საჭიროა სამი ცალი ლიმონი, 250-300 გრამი ნატურალური თაფლი და სამი კბილი ნიორი. ეს პროდუქტები ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოათავსეთ ქილაში, კარგად, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და შედგით მაცივარში. მიირთვით ყოველდღე, უზმოზე, 1 სადილის კოვზი და დააყოლეთ ერთი ჩაის ჭიქა ცივი წყალი, ოღონდ, აუცილებლად ანადუღარი. ეს კურსი ორ თვეს გააგრძელეთ.

მომატებული მჟავიანობის დროს კი, მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა გადადუღებულ წყალში გახსნილი 2 სადილის კოვზი თაფლი, ჭამამდე ერთი საათით ადრე.


скачать dle 11.3