კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფაფები – ორგანიზმის „ელექსირი“

ბრინჯს და ფეტვს ორგანიზმიდან მარილები გამოაქვს. მანანის ბურღული წმენდს ნაწლავებს. მას სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადებულთა დიეტაში რთავენ. ფეტვის ფაფა კი, კარგია სიმსუქნის საწინააღმდეგოდ, რადგან ცხიმების გამანეიტრალებელი ბუნებრივი პროდუქტია.

სიმინდის ტაროს ნახარში ნაღველმდენია, წმენდს ღვიძლს, თირკმელებს, დიდი ხნით მისი მიღება კი შლის კენჭებს.

ხორბლის ფაფა შეუცვლელია. ის იწვევს ენერგიის მომატებას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას და ხსნის სეზონურ დეპრესიას.

ჭვავი ამაღლებს იმუნიტეტს, ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ძალას, კარგია ხანგრძლივი ავადმყოფობით დაუძლურებული ადამიანისთვის. ქერის ბურღული კი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

წიწიბურას განსაკუთრებულად სასარგებლო თვისებები გააჩნია. მისი ცილა უფრო სრულყოფილია, ვიდრე სხვა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი. მისი ლიპოტროპიული თვისებები კარგა ხანია, გამოიყენება ღვიძლის, გულის, სისხლძარღვების დაავადებების დროს დიეტოთერაპიაში. წიწიბურას ამ სასარგებლო თვისებებს სძენს მეთიონინი, სოლინი, ლეციტინი და ფოსფოლიპიდები. წიწიბურის ფაფა ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ შედედებას და ადამიანის ორგანიზმის ნერვული, ენდოკრინული სისტემების სათანადო დონეზე შენარჩუნებას. წიწიბურას ფაფები სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ინსულინს მოიხმარს.

ასე რომ, ფაფები – ეს მარგებელი პროდუქტი აუცილებლად ჩართეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში.


скачать dle 11.3