კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იზრდება გაზაფხულზე ტვინის ინფარქტის რისკი

ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვალებადობა საკმაოდ რთული გადასატანია მეტეომგრძნობიარე ადამიანებისთვის. ის უარყოფითად მოქმედებს სისხლძარღვებზე, ამ დროს, ასევე, ზიანდება ნერვული სისტემაც. არ არის გამორიცხული, ეს ყოველივე ინსულტის მიზეზი გახდეს, რადგან ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ორგანიზმისთვის ძალიან ცუდი და სახიფათოა.

ზოგადად, ინსულტის ორი სახე არსებობს: ჰემორაგიული ანუ სისხლჩაქცევა ტვინში, რომელიც სისხლძარღვის გახეთქვის შედეგად ვითარდება, მიზეზი კი სუსტი სისხლძარღვები და მაღალი არტერიული წნევაა; ჰემორაგიული ინსულტის განვითარების დროდ ექიმებს შუადღე ან საღამო მიაჩნიათ და არა დილა; იშემიური ინსულტი ანუ ტვინის ინფარქტი, რომელიც განპირობებულია ტვინის უბნების სისხლით მომარაგების მკვეთრად შემცირებით ან მთლიანად შეწყვეტით, ინსულტის მეორე სახეა. ის ძალიან ხშირია და ძირითადად ღამით ან დილით ადრე ვლინდება. რისკის ჯგუფებში კი ის ადამიანები შედიან, ვისაც აწუხებთ ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია და შაქრიანი დიაბეტი.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ინსულტის შემთხვევების რისკი იმატებს. ამ დროს არტერიული წნევა მძაფრად რეაგირებს ამინდის სეზონურ ცვლილებებზე.

სისხლძარღვების დაავადებებისადმი მიდრეკილება მემკვიდრეობით გადადის, თუმცა, პროფილაქტიკით მისგან თავის დაცვა შესაძლებელია.

არტერიული წნევის მკვეთრი მომატების შედეგად, შესაძლოა, სისხლძარღვის სპაზმი განვითარდეს, რამაც, არ არის გამორიცხული, მისი გახეთქვა გამოიწვიოს. ეს კი, ტვინის ინფარქტით ან ტვინში სისხლის ჩაქცევით მთავრდება. ამისგან რომ თავი დაიცვათ, აუცილებელია აკონტროლოთ წნევა, უარი თქვათ სიგარეტზე, კარგად გამოიძინოთ, ივარჯიშოთ და დიდი დრო დაჰყოთ სუფთა ჰაერზე. ასევე, საკვებში უნდა შეზღუდოთ მარილის მოხმარება და დააბალანსოთ კვება. ჭამეთ მცენარეული საკვები, ბევრი ხილი, ბოსტნეული და თევზი. აკონტროლეთ სისხლში ქოლესტერინის შემცველობა; მოდუნდით და ნუ აყვებით ემოციებს.

ტვინის ინფარქტის წინამორბედი პროცესები ხშირად ინიღბება სხვა გავრცელებული დაავადებების სახით, ამიტომ, რისკის ქვეშ მყოფმა ადამიანმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს: არ წაუყრუოთ ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა: თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, კრუნჩხვითი მოვლენები, გონების დაკარგვა და ასე შემდეგ. ეს სიმპტომები მკვეთრი და გამოხატულია ჰემორაგიული ინსულტის დროს, იშემიების დროს კი ისინი იშვიათად აღინიშნება.

სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა უბნები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციაზე აგებენ პასუხს. შესაძლოა, განვითარდეს, მაგალითად, სხეულის დაბუჟება, მეტყველების დარღვევა, სიელმე ან კუნთების სისუსტე. ამიტომ, გირჩევთ, დროულად მიხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას.


скачать dle 11.3