კომბოსტო სკლეროზისა და გულის დაავადებებისგან გვიცავს
უძველესი დროიდან, კომბოსტო ბევრი დაავადების წამლად მიაჩნდათ და ადამიანებს ურჩევდნენ, ის ყოველდღიურ რაციონში შეეტანათ. კომბოსტო შველის უძილობას, კურნავს კუჭს, აამებს თავის ტკივილს, ახორცებს ძნელად შესახორცებელ ჭრილობებს.
არა მარტო კომბოსტოს ფოთოლი, არამედ მისი შუაგულიც მდიდარია ვიტამინებით.
C ვიტამინს კომბოსტო დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს. მასში, ასევე, უხვადაა B ჯგუფის ვიტამინები და ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლის სკლეროზისა და გულის დაავადების განვითარებას. ის მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.
სწორედ ამ თვისებების გამოა აუცილებელი კომბოსტოს ხშირად ჭამა, რასაც ექიმები დიდ რეკომენდაციას უწევენ.