კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უფასო „მასოვკა“



„როლმან შენმან გამოგაჩინოს“



მაშინ, როდესაც სრულიად „ნაცმოძრაობა“ რუსთაველის პროსპექტზე იყო მობილიზებული, უფასო „მასოვკაში“ მოქალაქეების მისაზიდად, რომ მთელი სიგრძე-სიგანით აღმდგარიყო გასული წლის აგვისტოში დამარცხებულ დედაქალაქში ხუთი ევროპელი პრეზიდენტის ჩამოსვლის ღამე, ენდი გარსიას კი მიხეილ სააკაშვილის სახე უკვდავეყო (ეს ბნელ წარსულში იყო, „საქმემან შენმან გამოგაჩინოსო“), ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფონდ „იავნანას“ ეგიდით საქველმოქმედო კონცერტი ტარდებოდა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის, ლა სკალასა და კოვენტგარდენის სამი მეგატენორის (მარკო ბერტის, პიერო ჯულიაჩისა და ბადრი მაისურაძის) მონაწილეობით, რომელთა მიზანი აგვისტოს ომით დაზარალებულთა დახმარება იყო. რაკი საერთო მაუწყებლების ეთერები აგვისტოს ომში მიხეილ სააკაშვილის სახის ისტორიაში შესარჩენად იყვნენ გამეცადინებული, ტელემარათონი მხოლოდ ტელეკომპანია „მზითა“ და „პირველი სტერეოთი“ გადაიცა. თუმცა, შესაძლოა, მხოლოდ ეს არც ყოფილიყო საერთო მაუწყებლების ეთერიდან გაქრობის „იავნანას“ ტელემარათონის მთავარი მიზეზი, ცნობილია, რომ პატიოსან გვამთა მიერ ბ-ნი პაატა ბურჭულაძე მოსკოვში სიმღერის გამო შეირისხა (და მერე რა, რომ რუსეთის მოქალაქე ბ-ნი ვაშაძე არავის შეურისხავს?!). მაგრამ, როგორც უნდა ყოფილიყო, საქველმოქმედო კონცერტიც შედგა, მოსახლეობამაც ჯიბეები მოიქექა (ბუნებრივია, მათ გარდა, ვინც ამ დროს უფასო „მასოვკის“ როლს ასრულებდა) და თავის შეჭირვებულ თანამემამულეებსაც შეეწია. ხოლო, როდესაც საქართველოს მოქალაქეების მცირე, მაგრამ მაინც ნაწილი ლარ-ლარს აგროვებდა, მთავრობა თავის „ჰოლივუდში“ გაბრწყინებას ათობით მილიონს ახარჯავდა…



ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3