როდის იწყება კუჭის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემები
კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებისას ავადმყოფს მუცლის არეში სიმძიმის შეგრძნება აღენიშნება. ამ დროს ხდება ნაღვლის ამოფრქვევა, რომელიც წვავს ლორწოვან გარსს, რამაც, შეიძლება, კიბოს დაავადებაც კი განავითაროს.
ჭამის შემდეგ ნუ დაწვებით ზურგზე, რადგან ამ დროს ხდება დაწოლა თორმეტგოჯა ნაწლავზე, საკვები და ნაღველი ამოიფრქვევა და მთელ ტრაქტზე განიბნევა, ეს კი ლორწოვანი გარსის ანთებას იწვევს.
საერთოდ კი, უმჯობესია, ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ დაწვეთ.
კუჭის წყლულის, კოლიტისა და ბრონქიტის დროს შემდეგი ნაყენი გიშველით:
1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ მრავალძარღვას (ან აფთიაქში ნაყიდ გამხმარ ფოთოლს) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და აცადეთ გაციება. შემდეგ გადაწურეთ და ეს ნაყენი დალიეთ 1 ჩაის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
თირკმელი ქვიშებისა და პატარა კენჭებისგან გაიწმინდება, თუ ორი დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში ერთხელ, დალევთ სელის თესლის ნახარშს: 1 ჩაის კოვზ სელის თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი. ეს ნაყენი გამოდევნის პროცესს ერთიორად დააჩქარებს.
რაც შეეხება ღვიძლს, ის შედარებით აქტიურია ღამის საათებში. ამიტომ, უძილობის პრობლემები სწორედ ამ დროს იწყება.
ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ღვიძლზე, თუ ღამით შინაგან დაძაბულობას ან შიშს გრძნობთ, დილით კი უმიზეზო თავბრუსხვევა ან გამჭოლი თავის ტკივილი გაწუხებთ.
ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს უძილობა თქვენი მუდმივი თანამგზავრი შეიძლება გახდეს. დილით კი, შესაძლოა, ჰაერის უკმარისობა გქონდეთ.
ასე რომ, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებას ადვილად შეიტყობთ, თუ თქვენს თავს ღამით კარგად დააკვირდებით.