კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უჩნდებათ ადამიანებს დღესასწაულების მიმართ გემოთმოყვარეობის ვნება და რამდენ ხანს გრძელდება აღდგომის სიხარული

აღდგომის შემდეგ გრძელდება სადღესასწაულო დღეები, რომლებიც კიდევ ერთხელ შეახსენებს ადამიანებს, როგორ მოვიდა მაცხოვარი იესო ქრისტე ამქვეყნად განკაცებული, ეცვა ჯვარს, დაითმინა ტანჯვა და აღდგა მკვდრეთით ჩვენს საცხონებლად და გამოსახსნელად.

მამა გიორგი თევდორაშვილი (ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): აღდგომის შემდეგ სადღესასწაულო დღეები ისევ გრძელდება, თუმცა, ბევრი ადამიანისთვის ისინი დამთავრდა, რადგან აღარ მოდიან ეკლესიაში და მათთვის ნაკლებად გასაგებია, რა დღეები გაიარა აღდგომის შემდეგ მაცხოვარმა და რა ბრწყინვალე მოვლენები აღსრულდა მაცხოვრის აღდგომიდან მეორმოცე და ორმოცდამეათე დღეებში. როგორც ცნობილია, აღდგომიდან მეორმოცე დღეს არის ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ყოველ დილით სარწმუნოების სიმბოლოში მართლმადიდებელი ქრისტიანი წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: „და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა“. ამას გვაუწყებს მარკოზის სახარებაც. ვისაც სურს, უფრო დაწვრილებით გაეცნოს მაცხოვრის ბრწყინვალე ამაღლებას, სასურველია, გადაშალოს „საქმეთა წმიდათა მოციქულთას“ პირველი თავის მეთერთმეტე მუხლი. როდესაც მაცხოვარმა მოციქულები აიყვანა ელეონის მთაზე, დაასხა ხელი, მიჰბერა მათ სულიწმიდა, ანუ სამღვდელო მადლი და უთხრა: ვისაც მიუტევებთ ცოდვებს – მიეტევებათ, ვისაც არ მიუტევებთ – არ მიეტევებათო. ანუ, ცოდვის მიტევება-არმიტევების ხელმწიფება იესო ქრისტემ მისცა მოციქულებს, სამოციქულო ეკლესიის წიაღს და ამით არის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღმატებული ყველა სხვა ეკლესიასა და კონფესიაზე. ცოდვების მიტევება-არმიტევება ხდება მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში.

– სხვა ეკლესიებს არ აქვთ ცოდვების მიტევება-არმიტევების უფლება?

– სხვა ეკლესიები ამ ძალაუფლებას არ ფლობენ, რადგან ისინი გამოეყვნენ, განუდგნენ მართლმადიდებელ დედაეკლესიას. როდესაც მაცხოვარი ელეონის მთაზე ამაღლდა, მოციქულები უყურებდნენ ქვევიდან ზევით და მათ ეჩვენათ ორი ადამიანი სპეტაკი სამოსით. ბუნებრივია, აქ ლაპარაკია ანგელოზების სიწმიდეზე, რომლებმაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რატომ იყურებით ზეცად? ეს არის იესო, რომელიც ამაღლდა თქვენდა და რომელსაც ასევე იხილავთ ზეცად მომავალს“. როგორც მოციქულებმა იხილეს, როგორ ამაღლდა მაცხოვარი ზეცად, ასევე მთელი კაცობრიობა იხილავს მაცხოვრის მეორედ მობრძანებას.

– სახარებაში წერია, რომ მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ მრავალი ცრუწინასწარმეტყველი მოვა ქრისტეს სახით.

– დიახ და, არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორედ მოსვლის წინ მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი მოვა ქრისტესმტყუვრის სახით. ისინი იტყვიან: „მე ვარ იესო ქრისტე“; გამოვლენ ტელევიზიით, პრესით, საჯარო თავშეყრის ადგილებში და მრავალ ადამიანს აცდუნებენ. ამიტომ გაგვაფრთხილა ეკლესიამ, რომ, როგორც მოციქულებმა იხილეს ხილული ქვეყნიდან ზეცად აღმავალი მაცხოვარი, ასევე, ყველა ადამიანი იხილავს ზეციდან მის დაბრუნებას.

– ადამიანები ხშირად ვერ ხვდებიან, თუ რატომ ამაღლდა მაცხოვარი ზეცად და რატომ არ დარჩა ის დედამიწაზე ადამიანებთან.

– ამ კითხვას ძალიან ბევრი ადამიანი სვამს – რატომ არ დარჩა მაცხოვარი ამდენ გაჭირვებულ ადამიანთან, რომლებიც მაშინაც და დღესაც მრავლად არიან, – ჩვენ შეგვიძლია მათ ასეთი კითხვა დავუსვათ: „მაშინ და ახლა გარდაცვლილი ადამიანი მეტია თუ ცოცხალი?“ რა თქმა უნდა, გარდაცვლილი. მაცხოვარმა იზრუნა როგორც მაშინდელ ცოცხალ საზოგადოებაზე, ასევე, გარდაცვლილებზე. სანამ ის აღდგა და ამაღლდა, მანამდე ჩავიდა ჯოჯოხეთში, დილეგში და, ვინც მას ელოდებოდა, ყველა გამოიხსნა და აღდგომიდან მეორმოცე დღეს, ანუ ამაღლებისას, ისინი აიყვანა ზეციურ სასუფეველში. იესო ქრისტეს ამაღლება არის ადამიანური ბუნების ასვლა ღვთაებრივ წიაღში. მაცხოვრის აღდგომა და დედამიწაზე დარჩენა ადამიანის ბუნებას ღვთაებრივ წიაღში ვერ აიყვანდა, რამეთუ ის არის ძე, ჩვენთვის მოვლენილი, რათა ჩვენ „მარჯვენით მამისა“, ანუ სასუფეველში, ნათელში დაგვამკვიდროს. ამიტომაც მართლმადიდებელი ქრისტიანები მარჯვენა ხელით ვიწერთ პირჯვარს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, თუ ძე ღვთისა დაჯდა „მარჯვენით მამისა“, ეს ნიშნავს იმას, რომ, ვინც მართლმადიდებელი ქრისტიანები ვიყავით, ვართ, ვიქნებით, ბოლომდე მოვითმენთ, ვიცხოვრებთ ეკლესიური ცხოვრებით – ყველას ელოდება აღდგომა, ამაღლება და „მარჯვენით მამისა ჯდომა“. რას ნიშნავს ის, რომ ძე „მარჯვენით მამისა“ ზის? ეს გარკვეული მინიშნება იყო. როგორც იცით, რომის იმპერატორს ხშირად რამდენიმე თანამმართველი ჰყავდა. ამიტომ, იმპერატორი თავის თანამოსაყდრეს ისვამდა მარჯვნივ, რაც თანასწორუფლებიანობასა და ერთპიროვნულობას ნიშნავდა, ანუ მაცხოვარი თანასწორია მამისა და, ყველა, ვინც იცხოვრებს იესო ქრისტეს სარწმუნოებით ჭეშმარიტი სამოციქულო ეკლესიის წიაღში, მას ელოდება ჯერ აღდგომა, შემდეგ ამაღლება და „მარჯვენით მამისა“, ანუ სამოთხეში ყოფნა. იყვნენ ადამიანები პავლე მოციქულის სახით, რომლებიც ცოცხლები, სხეულში მყოფნი აღიტაცნენ ზეციურ სასუფეველში და იხილეს მათ ზეციური სასუფევლის ნეტარება, რომელიც ენით აღუწერელი და გონებით დაუტევნელი მდგომარეობაა. სიტყვებში – „მჯდომარე არს მარჯვენით მამისა“ – ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ დიდი ნეტარება, წყალობა, ნუგეში. ახალ აღთქმაში მოსული მესია, ღმერთი აღმდგარი და ამაღლებული, გვაძლევს დაპირებასა და სწავლებას რწმენის სახით, რომ ის კვლავ მოვა და მაშინ აღდგომა იქნება საყოველთაო, მაგრამ, ერთნი აღდგებიან სამარადისო ტანჯვისთვის, ხოლო მეორენი – სამუდამო ნეტარებისთვის. ის ხალხი, რომლებმაც მიატოვეს აღდგომის შემდეგ ეკლესია, სასურველია, დაბრუნდნენ და, როგორც დიდმარხვის დაწყებამდე და მარხვაში, გულდასმით დადიოდნენ ტაძარში შაბათ-კვირას, გააზრებულად ისმენდნენ ლოცვას, ასევე უნდა განაგრძონ დღესაც. ჩვენთვის საუფლო დღესასწაულები არ უნდა იქცეს საერო დღესასწაულებად. კარგია, აღდგომა რომ იზეიმე, მაგრამ, თუ ამაღლებას, სულთმოფენობას არ ზეიმობ, შენი სიხარული ნაკლულოვანი იქნება. ხშირად ადამიანებს სძლევთ ერთგვარი გემოთმოყვარეობა დღესასწაულების მიმართ, რადგან, ამბობენ: მწამს ამაღლება, მაგრამ უფრო მწამს სულთმოფენობაო, ან – პირიქით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა დიდებული საუფლო მოვლენა აღსრულდა განკაცებული ღმერთის მიერ ჩვენი ცხონებისთვის. ჩვენ გლოვაში ვართ, სინანულსა და მარხვაში, ყველაფერი ემსახურება ჩვენს ცხონებას და არა ხორციელ გართობას, გემრიელი ტრაპეზის გაშლას. თქვენ იცით, რომ ეკლესია ადამიანებს აღდგომიდან ამაღლებამდე ქრისტეს აღდგომის ხარებით ესალმება და, როგორ შეიძლება, ეს სიხარული ერთ დღეში დასრულდეს? ყოველი კვირა აღდგომის თანასწორია, განმეორებაა. ამიტომ, ეს ადამიანს უნდა ახსოვდეს არა მხოლოდ ორმოცი დღის განმავლობაში, არამედ მანამ, სანამ ამ ცისქვეშეთში უწევს ცხოვრება. „უკუნითი-უკუნისამდე“ – არის ძველი ქართული ანდაზის დაბოლოება, რაც თანამედროვე ენაზე გამოითქმის – „სიბნელიდან სიბნელემდე“, ანუ, ადამიანმა არ იცის, საიდან მოდის და სად მიდის, მისი ცხოვრება ბოლომდე არ არის გააზრებული. ამიტომ, ჩვენთვის ამ ორ გაუაზრებელ წერტილში ცხოვრება უნდა იყოს სუფევით ღვთისა. მაგრამ, თუ ადამიანს არ უნდა, ღმერთი მას არ აცხონებს. ჩვენ უნდა ვიზეიმოთ, გავიაზროთ დღესასწაულები, ოღონდ, არა ცხვრის დაკვლითა და ქეიფით, არამედ, ტაძარში მისვლით, რადგან, ყოველი ზეიმი, რომელიც ეკლესიაში იზეიმება, ღვთისგან არის დადგენილი ჩვენი სულის საცხოვნებლად და მას სჭირდება სულიერი მიმღებლობა, განცდა. ყველა დღესასწაული ადამიანმა უნდა იზეიმოს ეკლესიაში მისვლითა და საღმრთო ლიტურგიაზე დასწრებით, რადგან ამ დროს ყოველთვის იქადაგება მაცხოვრის შობა, ნათლისღება, სვლა გოლგოთაზე, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება. ამიტომ, ყოველ ლიტურგიაზე ჩვენი დასწრება არის მაცხოვრის შობა, ჯვარცმა, აღდგომა, ამაღლება და სულთმოფენობა.


скачать dle 11.3