კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საიდუმლოებებს უყვებოდა ლიანა ასათიანი შვილს პირად ცხოვრებაზე და რას სწავლობდა ნინო თორაძე დედისგან

სახელოვანი ადამიანების პირადი ცხოვრება ყოველთვის ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ქალბატონი ლიანა ასათიანი ყოველთვის განსაკუთრებული სილამაზითა და პიროვნული თვისებებით გამოირჩეოდა. დედისა და მისი ოჯახური ურთიერთობების შესახებ სასაუბროდ ქალბატონი ლიანას ქალიშვილს, ნინო თორაძეს ვესაუბრეთ.

– როდესაც თქვენ პატარა იყავით ქალბატონი ლიანა ძალიან ლამაზი და პოპულარული მსახიობი იყო. პირველად როდის გააცნობიერეთ, რომ ცნობილი და საამაყო დედა გყავდათ?

– ჩემი აზრით, ყველა ბავშვს თავისი მშობელი ყველაზე კარგი ჰგონია და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვიყავი, ასეთ ოჯახში რომ ვიზრდებოდი. თუმცა, ლიანა რომ საოცრად ლამაზი და ცნობილი მსახიობი იყო, მოგვიანებით გავაცნობიერე. დედა საოცარი ადამიანია, განსაკუთრებული თვისებები აქვს, ყოველთვის თავგანწირული დედა იყო.

– მეგობრებს თუ ელაპარაკებოდით დედაზე? ამაყობდით მისით?

– მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, როცა მედიკო ჯაფარიძის სილამაზეზე ლაპარაკობდნენ, გულში ვფიქრობდი, მედიკო ჯაფარიძე ვინ არის დედაჩემთან-მეთქი. (იცინის). იცით, მე ისეთ წრეში გავიზარდე, რომლის ოჯახი უფრო სახელგანთქმული იყო, ძნელი სათქმელია. ჩემი მეგობრები არიან: ლელა ლაღიძე, ნინიკო ფალიაშვილი, თამარ ციციშვილი. ჩვენ ყველა ერთ პირობებში ვიზრდებოდით, ყველას გამორჩეული მშობლები გვყავდა და მათგან ბევრ რამეს ვსწავლობდით.

– სურვილი თუ გქონდათ, დედას ჰგვანებოდით? ოღონდ, არა მხოლოდ გარეგნობით, ხასიათითაც.

– ძალიან მინდოდა, დედასნაირი ვყოფილიყავი ფიზიკურად. საერთოდ არ ვგავარ და ამას ყოველთვის განვიცდიდი. რაც შეეხება თვისებებს, არასდროს გამჩენია სურვილი, ზუსტად მისნაირი ვყოფილიყავი. ყველა ადამიანს ინდივიდუალური ხასიათი აქვს. თუმცა, მისგან ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობდი.

– პირად ნივთებს თუ ჰპარავდით, ვთქვათ, ფეხსაცმელს ან ტანსაცმელს და თუ იცვამდით ხოლმე?

– დიახ, ეს ხშირად ხდებოდა (იცინის). როცა დედა სახლში არ იყო, მე და ჩემი მეგობრები შევდიოდით მის ოთახში და მის ტანსაცმელს ვიცვამდით და ვიპრანჭებოდით. მახსოვს, საოცარი პენუარები ჰქონდა, ძალიან მომწონდა და, მე და ჩემი მეზობელი, მანანა ბაგრატიონი, ჩუმად ვიცვამდით ხოლმე. ისიც კი მახსოვს, რომ მამა უკრავდა, ჩვენ კი ლიანას პენუარებს ვიცვამდით, სამკაულებს ვიკეთებდით და ასე გამოპრანჭულები ვცეკვავდით. ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა ლიანას ნივთების აღება (იცინის).

– ხომ არ ბრაზდებოდა ამაზე?

– არა, სხვათა შორის, ამაზე არ ბრაზდებოდა, მაგრამ, ზოგადად, მკაცრი იყო. დისციპლინა ჰქონდა სახლში. მისადმი ყველას უზარმაზარი პატივისცემა გვქონდა. ყოველთვის იმას ცდილობდა, მე და ჩემი ძმა ზრდილობიანები და წესიერები ვყოფილიყავით. მკაცრი იყო, ოღონდ, ზედმეტად არა.

– რაში ჰგავხართ ერთმანეთს?

– როგორც უკვე აღვნიშნე, შვილების გამო თავსაც გაწირავდა და, ალბათ, მეც ასეთი ვარ. არასდროს არაფერს დაიზარებდა ჩვენთვის. პირველ ადგილზე ყოველთვის ოჯახს აყენებდა. ამ თვისებით, ალბათ, ვგავარ დედას. არ მახსოვს, მასაც თუ სჭირდებოდა რამე, ყოველთვის იმას ფიქრობდა, ჩვენ რა გვესიამოვნებოდა.

– როგორია თქვენი თვალით დანახული ლიანა ასათიანი, რომელიც საზოგადოებამ ასე შეიყვარა?

– ჩემი აზრით, ის მხოლოდ ლამაზი ქალი და წარმატებული მსახიობი არ იყო. ის იყო საოცარი დედა. იცით, მას კომპლექსური თვისებები ჰქონდა: ის იყო არაჩვეულებრივი მეოჯახე, ნებისმიერ საოჯახო საქმეს ხუთიანზე აკეთებდა, ასევე, საოცარი მზარეული და, ამ ყველაფერთან ერთად, სამსახიობო კარიერას განაგრძობდა. ამასთან, ყოველთვის საოცრად ლამაზად გამოიყურებოდა. კეთილი შურით მშურდა მისი, ისეთი ლამაზი იყო და მეც მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი.

– თუ გაგანდოთ თავისი სილამაზის რეცეპტები? ალბათ, განსაკუთრებულად უვლიდა თავს, ყოველთვის ასეთ ფორმაში რომ იყო.

– მას არ ჰქონია სილამაზის არანაირი რეცეპტი. გენეტიკა ჰქონდა ასეთი (იცინის). ხუთ წუთში მზად იყო ხოლმე. სადმე თუ მიდიოდა, შევიდოდა ოთახში, რაღაცას გადაიცვამდა, გამოვიდოდა და – „კრასავიცა” იყო.

– დედისა და ქალიშვილის ურთიერთობა უმეტესად მეგობრულია. თუ გესაუბრებოდათ თავის პირად ცხოვრებაზე?

– რა თქმა უნდა. ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით, ყველაფერს ვუყვებოდით ერთმანეთს და დღესაც ასე ვართ. თუმცა, ყველაფერზე გულახდილად, ალბათ, არც მესაუბრებოდა, რადგან, მაშინ ასე არ იყო, ბავშვებთან ყველაფერზე არ ლაპარაკობდნენ. დღეს უფრო გახსნილები ვართ მშობლები შვილებთან, ვიდრე უწინ იყო. თუმცა, მახსოვს, ხანდახან იტყოდა ხოლმე, ესა და ეს მეთაყვანებოდაო. არასდროს მიმალავდა ასეთ რაღაცეებს.

– არანაკლებ სახელგანთქმული მამა გყავდათ. თქვენთვის რომელი უფრო წარმატებული იყო დედა თუ მამა?

– ალბათ, წარმატების ერთ ზღვარზე იდგნენ. და, ძნელია, განვასხვავო. ჩემთვის ორივე ერთნაირად წარმატებულები და ცნობილები იყო. ყოველთვის ამაყი ვიყავი, ასეთი მშობლები რომ მყავდა. ასაკის მატებასთან ერთად, ვგრძნობ, რამხელა სიმდიდრეა, როცა ასეთი ოჯახი გაქვს. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს, ეს არის საამაყო მშობლები.

– თქვენ და თქვენი ძმის ცხოვრებაზეც მიამბეთ. როდის წახვედით საქართველოდან და როგორ აეწყო თქვენი ცხოვრება უცხოეთში?

– მე 1991 წლის ბოლოს წავედი ინგლისში. ჩემი მეუღლე უკვე იქ მუშაობდა. ის ექიმია. მყავს ქალიშვილი ნინი, რომელიც კლასიკური მუსიკით არის დაკავებული. ერთ-ერთ ფიარკომპანიაში. მეც ძალიან მალე შევუდექი მუშაობას. მოკლედ, ცხოვრება თავიდან დავიწყეთ. მე ვმუშაობ ერთ-ერთ იტალიურ კომპანიაში, რომელსაც ძალიან საინტერესო პროექტები აქვს. ეს არის ბრენდი, სადაც მხოლოდ მამაკაცების სამოსია. მე ვუძღვები კლასიკური მუსიკის კონტაქტებს. ჩვენთან იცვამს თითქმის ყველა ცნობილი მუსიკოსი. სხვათა შორის, ლექსოსაც ჩვენ ვაცმევთ – მისი ყველა საკონცერტო სამოსი ჩვენთან იკერება. ლექსოს, როგორც მოგეხსენებათ, უზარმაზარი კარიერა აქვს ამერიკაში, მთელ მსოფლიოში უკრავს. მე და ლექსო ძალიან ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს.

– არასდროს გაგჩენიათ სურვილი, დედასავით მსახიობი ყოფილიყავით?

– კი, როგორ არა. ძალიან მინდოდა, მაგრამ, დედამ არ მოისურვა. მან იცოდა, რა რთულია მსახიობობა და არ შემიწყო ხელი. სულ მეუბნებოდა, არასტაბილური პროფესიააო. ამიტომ, გადავიფიქრე და მის გზას არ გავყევი.


скачать dle 11.3