ლიტველი დიზაინერების თბილისური ჩვენება
2 მაისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” ლიტვური მოდის სახლის „კანტასის” დიზაინერების ჩვენება გაიმართა. ჩვენების ორგანიზება ლიტველმა დიზაინერებმა „ფეშენ შარმს” სთხოვეს და ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. „კანტასის” დიზაინერებმა ცალ-ცალკე ჩვენებები გამართეს, რომელიც საკმაოდ განსხვავდებოდა ქართული მოდისგან. ჩვენების გარდა, დიზაინერებს სხვა სერიოზული მისიაც ჰქონდათ. შემოდგომისთვის ისინი გეგმავენ ქართველი დიზაინერებისა და მოდელების სამუშაოდ ლიტვაში წაყვანას. ვინ იქნებიან მათ შორის, ჯერჯერობით უცნობია.