კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ატარეს„ კაბაში გამოწყობილი ქეთა თოფურია თბილისს “საგულაო„ განწყობით დაემშვიდობა

მართალია, ქეთა თოფურია საქართველოში ჩამოსვლას ზაფხულში, ჯაზ-ფესტივალის დროს გეგმავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, როგორც კი მის გადატვირთულ გრაფიკში სამი თავისუფალი დღე გამოჩნდა, თბილისისკენ გამოეშურა. არ ვიცი, დაემთხვა თუ სპეციალურად ჩამოვიდა ქეთა თბილისის მოდის კვირეულისთვის, რომელშიც მონაწილეობას იღებს მისი მეგობრების მოდის სახლი – „ატარე”. ნუცა ბერიძე, „ატარეს” დიზაინერი, ქეთას ბავშვობის მეგობარია და მისი თხოვნით დიზაინერის ერთ-ერთი კაბაც არაჩვეულებრივად მოირგო პოდიუმზე. მოდის კვირეულზე შეკრებილ თბილისურ ბომონდში ქეთა დიზაინერ ბიჭოლასთან ერთად გამოჩნდა და მშვიდად ადევნებდა თვალს ჰოლში გამოფენილ ნამუშევრებს. ჩვენებამდე ქეთამ ჩუმად გაგვიმხილა იმ სიურპრიზის შესახებ, რომელიც „შერატონში” მისული საზოგადოებისთვის ჰქონდა მომზადებული. „ატარეს” ჩვენების ბოლოს კი, ულამაზესი მაკიაჟით, თეთრი ჰაეროვანი კაბითა და ჩვეული მხიარული განწყობით, პოდიუმზე ქეთა გამოვიდა, რასაც მაყურებლებში საოცარი შეძახილები და ოვაციები მოჰყვა.

ქეთა თოფურია: „თბილისში სულ სამი დღით ჩამოვედი. ჩვენება დამთავრდა და ამ ღამესვე მივფრინავ აქედან, მაგრამ, ჩემი დასვენების დღეები გრძელდება და მეგობრებთან ერთად „საგულაოდ” მივდივარ,“ – ასე დაემშვიდობა ქეთა თბილისს ზაფხულამდე.


скачать dle 11.3