სიკო ჭუმბურიძე მამა გახდა
ცხრათვიანი ლოდინის შემდეგ „კომედი შოუს” მსახიობი სიკო ჭუმბურიძე მამა გახდა. 3 მაისს, პირველ სამშობიარო სახლში, მანანა შარაშიძის კლინიკაში, პატარა ნატალია ჭუმბურიძე გაჩნდა. სიკოს მეუღლემ მეან-გინეკოლოგ თენგიზ ასათიანის დახმარებით, ფიზიოლოგიურად იმშობიარა. მშობიარობამ მშვიდად, გართულებების გარეშე ჩაიარა. ახალშობილი 3 კილოგრამი და 49 სანტიმეტრი გაჩნდა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ნატალია ჯერჯერობით მამას ჰგავს. სიკოს მისალოცად ზუსტად იმ დროს დავურეკეთ, როდესაც მისი ცხოვრების ორი ყველაზე საყვარელი ქალბატონი სამშობიაროდან სახლში უნდა გამოეყვანა.
სიკო: „მშობიარობას ნაწილობრივ დავესწარი. გარეთ რომ ვიყავი ვერ ვძლებდი და შიგნით შევდიოდი; ბლოკში რომ ვიყავი – იქ ვეღარ ვძლებდი”. ჟურნალის სახელით ვულოცავთ სიკოს პატარას დაბადებას, ჯანმრთელობას და უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებთ ნატალიას მშობლებთან ერთად!