კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აწყნარებს მარგო ლუჩკოს მეუღლე და როგორ უხდიან კლუბებში „ყველაზე სასურველ ქალ დიჯეის“

ძალიან აქტიური და ენერგიული მარგო ლუჩკო მას შემდეგ, რაც გათხოვდა და შვილი გააჩინა, კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს საქმიანობას. მან, ახლახან ბავშვებისთვის ზღაპარიც დაწერა, რომელიც სულ მალე ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოვა. მარგომ, დიჯეის პროფესიაც შეითავსა და დღეს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი დიჯეია, რომელსაც ძალიან ხშირად იწვევენ სხვადასხვა კლუბში.

მარგო ლუჩკო: ბოლო პერიოდში, ძალიან გავაქტიურდი. ჩემი შვილი 2 წლის გახდა და უკვე შემიძლია, რაღაც პროექტები გავაკეთო. შევისწავლე დიჯეის პროფესია და მინდა, გითხრა, ძალიან რთულ სიმღერებსაც ვწერ. წიგნი დავწერე. ახლა, ვიწყებ ახალი წიგნების წერას. მოკლედ, დიდ ამბებში ვარ.

– რა შინაარსისაა წიგნი?

– ზღაპარია, რომელიც გამოვა რუსულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ასევე, გამოვა აუდიოვარიანტიც. მინდა, რომ ყველა გავახარო. ჩვეულებრივი საბავშვო ზღაპარია, რომელშიც იქნებიან პრინცესები, პრინცები, დრაკონები. ძალიან ბევრი პერსონაჟია – კეთილებიც, ბოროტებიც, კუდიანებიც. მოკლედ, იქნება საშიში და საინტერესო ზღაპარი, რომელსაც მშობლები, ბებიები წაუკითხავენ ბავშვებს. მე, ჩემი შვილისთვის ვწერ, სანამ პატარაა. უკვე ილუსტრაციებს ვაგროვებ, ქართულად და ინგლისურად ვთარგმნი და მერე მინდა, პოპულარულმა ადამიანებმა ჩაწერონ აუდიოვერსია. მეორე ტომი 1-2 წლის მერე გამოვა. მაინტერესებს, ხალხის რეაქცია – მოეწონებათ თუ არა. წიგნს ჰქვია „სურვილების ლოტოსი”. ჩემი მკითხველი იქნება 3-დან 8 წლამდე, მაქსიმუმ, 10 წლამდე ბავშვები.

– შენი ცხოვრებაც ზღაპარს ჰგავს?

– თითქმის ყველა პერსონაჟი ჩემი მეგობარი, ან ნაცნობია – ბოროტებიც, კეთილებიც, სახელებიც კი მივამსგავსე. რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაშიც იყვნენ ბოროტი, კუდიანი ადამიანები, კეთილებიც. ირაკლიმ რომ წაიკითხა, ძალიან ბევრი იცინა და მითხრა, რა პატარა ხარ, რა ოცნებებში ხარო. იმის გამო, რომ ბავშვების უმეტესობას მოსწონს ქერა, გრძელთმიანი პრინცესები, ამიტომ ჩემი პრინცესაც ქერათმიანია და ჰყავს თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი, რომელიც ბევრს იბრძვის.

– მიუხედავად იმისა, რომ პატარა შვილი გყავს, მაინც არ გაჩერებულხარ.

– უნიკალური ადამიანი ვარ. დიდი ენერგია მაქვს – დილას, შუადღეს, საღამოს ვარ დედა, მეუღლე, დიასახლისი. საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ სიგიჟემდე მიყვარს საჭმელების კეთება. გვიან საღამოს ვიცვამ ჩემს კოსტიუმს, გამოვდივარ სახლიდან და ვხდები დიჯეი. მერე, მოვდივარ სახლში, ძალიან გვიან და დილით, 8 საათზე ჩემს შვილს უკვე ღვიძავს. მეც ფეხზე ვარ. თითქმის არ მძინავს. ბავშვი დიდ ენერგიას მაძლევს, როდესაც კონცერტები ხშირად მაქვს, ვზივარ ჩემთვის, ნიკა მირტყამს წრეებს და ბოლოს მეუბნება: „მამა, ნე სპი”. სხვათა შორის, ნიკა უკვე ცეკვავს, მაგრამ სულ ამბობს: „პაპა, ნი ლა-ლა, მამა, ნი ლა-ლა”. ნუ მღერითო. მე მთელი დღე ვმღერი და უკვე მიკრძალავს – „მამა, ნი ლა-ლაო”.

– რთულია, ორი კაცის მოვლა?

– ირაკლი პრეტენზიულია, რადგან რაღაცეები მავიწყდება, მაგრამ მაშინვე მახსენდება და უცბად ვაკეთებ, ირაკლიც მპატიობს. 2 წელიწადში ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი მამაკაცი, ან გოგონა შემოვა. ანუ, ვაპირებთ კიდევ ერთი შვილის გაჩენას. ესე იგი, არ ყოფილა მათი მოვლა რთული. თან, ირაკლი ძალიან მეხმარება, შემიძლია, ვთქვა, რომ ოქროს მეუღლე მყავს.

– შენ არ ხარ „ოქროს მეუღლე”?

– ეს მას უნდა ჰკითხო. გეტყვის, უი, არა, მაბრაზებს, ეს ავიწყდება, ამას არ მიკეთებსო. ირაკლის გაბრაზება შეუძლებელია, მშვიდი ადამიანია. მე უფრო ვარ ფეთქებადი. რაღაც რომ არ მომწონს, ვამბობ. ირაკლი კი მამშვიდებს, კარგი, დაწყნარდიო. მოკლედ შარიანი ვარ.

– პირად საუბარში მითხარი, რომ ჯვრის დაწერას აპირებთ.

– წელს გვინდა, ჯვარი დავიწეროთ, ხელი მოწერილი გვაქვს, უკვე 5 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. მე ხომ საქართველოში არ მქონია ქორწილი. თეთრ გემზე გადავიხადეთ თურქეთში. ახლა, მინდა, რომ საქართველოშიც გვქონდეს. თან ბევრი მეგობარი გვეუბნება, რა არის თქვენს ქორწილში, არ ვართ ნამყოფიო. ასე რომ, ვაპირებთ, ჯვრისწერას. რაც მთავარია, ჩვენს ქორწილში იქნება კარგი მუსიკა, ღვინო. მე ვიქნები დიჯეი, მომღერალი, პატარძალი. 11 ნოემბერს, გვინდა, ჯვრის დაწერა, რადგან ქორწინების მოწმობაც 11 ნოემბერს ავიღეთ.

პირველი შეხვედრის შემდეგ, ყოველი თვის 5 რიცხვი, ჩვენს სახლში ზეიმია. მაგრამ, მავიწყდება ხოლმე, ირაკლი მეუბნება, დაგავიწყდა დღეს რა რიცხვია? მე ვფიქრობ, ნეტავ რა დღეა-მეთქი და მახსენდება. მერე უცებ რაღაცას გავაკეთებ და აღვნიშნავთ.

– სად მუშაობს?

– ქრისტიან-დემოკრატებშია, ჩემი პატარა პოლიტიკოსია.

– არც პოლიტიკოსის მეუღლეობაა რთული?

– არა. მაგარია. ერთადერთი ის არის, რომ არ ვიცი, ეს დამთხვევაა, თუ რა, მაგრამ, რადგან ოპოზიციაშია, ტელევიზიებთან გამირთულდა ურთიერთობა. ყველას ძალიან მოვწონვარ როგორც წამყვანი, ჟურნალისტი, მაგრამ როცა გაიგებენ, რომ ჩემი მეუღლე ქრისტიან-დემოკრატებშია, მეუბნებიან: მართლა, კარგი დაგირეკავთ. ბოლო დროს, ვეუბნები, რომ თავისი საქმე აქვს – ბიზნესი. მერე, რამდენიმე ხანში, მირეკავენ და მეკითხებიან, თქვენი მეუღლე ის არ არის, იქ, რომ მუშაობსო, მეც ვუდასტურებ და პასუხად მესმის: აა, გასაგებია და აღარ მირეკავენ. არ ვიცი, რა კავშირში ვარ ამ ყველაფერთან. პოლიტიკისგან საერთოდ შორს ვარ. ერთადერთი, როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვკამათობთ, მე ოპოზიცია ვარ, ირაკლი – პოზიცია.

– მოდი, შენს დიჯეობას დავუბრუნდეთ, როგორ დაიწყე ეს საქმე?

– ყველაფერი ჩემი მეუღლის ბრალი იყო. ერთ-ერთ კლუბში ვიყავით. არ მოგვეწონა დიჯეი და მერე ამაზე სახლში ვლაპარაკობდით. უცებ, ირაკლიმ, მითხრა, არ გინდა, დიჯეი გახდეო. რა თქმა უნდა, დავიწყე მაშინვე დიჯეების სკოლის ძებნა. ვნახე ერთ-ერთი ფირმა – „რუმ”, სადაც ძველი დიჯეები არიან და მათ ბევრი მასწავლეს. ჩემი მუსიკალური გემოვნებაც უფრო სერიოზული გახდა. ყველა კლუბს თავისი ხალხი ჰყავს. მათ სხვადასხვა რამ მოსწონთ. ამიტომ, იმას, რასაც „სითი ქლაბში”, „სეიფში” ვუკრავ, არ დავუკრავ „გურუში”, „ბამბა რუმსში” და ასე შემდეგ. ყველა კლუბისთვის სხვადასხვა პროგრამას ვაკეთებ. არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ, როდესაც დიჯეი ხარ, თუ არ უკრავ დიდ დარბაზში, ღია ცის ქვეშ, მოხვიდე კლუბში, ლეპტოპით და ისე დაუკრა, ეს იგივეა, მომღერალმა ფონოგრამაზე იმღეროს. არსებობენ 100-ლარიანი დიჯეები, რომლებმაც ისწავლეს და ასე უკრავენ. თავიდან კლუბს ურჩევნია, 100-ლარი გადაიხადოს და ასეთი დიჯეი მიიყვანოს. მაგრამ, ბოლოს, ხვდებიან, რომ ურჩევიათ 200 დოლარი გადაიხადონ და დიჯეიმ კარგი შოუ მოაწყოს. მე, ყველაფერს ძალიან სერიოზულად ვაკეთებ. ცოტა ხნის წინ, „სითი ქლაბში” დავუკარი, ორ საათ-ნახევარი ვუკრავდი. მინდა, ყველამ იგრძნოს ჩემი ენერგეტიკა. ხალხი შოკში იყო. ისეთი სეტები გავაკეთე, რომ სულ „ბიძგა, ბიძგა” იყო, ბოლოს, გაგიჟებულები, ფეხზე ძლივს იდგნენ. თან, ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, ხალხს მოეწონოს, რადგან ეს ნახევრად კომერციული სეტია, ერთი საათის შემდეგ, დავუკარი ჩემი მუსიკა: „მინიმალი”, „ტეჩჰაუზი”, „ელექტრო” და ძალიან მოეწონათ.

– შენ როგორ გიხდიან?

– მხოლოდ საქართველოში იხდიან ყველაზე ცოტას, ანუ კარგ დიჯეის უხდიან 200 დოლარს. 100 დოლარად არ დავუკრავ, რადგან 2-3 საათის განმავლობაში ისე ვიხარჯები, რომ შემდეგ რამდენიმე წუთი ვზივარ და ვისვენებ. სხვათა შორის, როგორც მითხრეს, რეიტინგებში „ყველაზე სასურველი ქალი დიჯეი” ვარ. ხშირად, ურჩევნიათ მამაკაცი დიჯეის მაგივრად, მე დამიძახონ. უკვე არის მოთხოვნა და ძალიან მიხარია.

– ირაკლი სულ ესწრება შენს შოუებს?

– ირაკლი ყოველთვის ზის „ვიაიპი” ადგილზე, მეგობრებთან ერთად და ბოლოს, შენიშვნებსაც მაძლევს. თუმცა, თავიდან ძალიან ნერვიულობდა. მე ამ დროს, ბოლომდე ვიხარჯები და მერე რამდენიმე დღე წყნარად ვარ. ამიტომ, ირაკლის ურჩევნია, დავუკრა და სულ მეუბნება – წადი, დაუკარიო.

– უცხოეთში ხომ არ აპირებ შენი შოუს გატანას?

– უკრაინაში გავიარე პატარა პრაქტიკა. იქ, ერთ-ერთ კურორტზე ჩემი მეგობარი ცხოვრობს და მან უკვე ხალხს გააცნო ჩემი თავი, შეიძლება წავიდე. არ ვიცი, რა გამოვა. ისრაელშიც დამპატიჟეს. ჯერ არ ვიცი, რას ვიზამ. თუმცა, ბათუმშიც იგეგმება რამდენიმე კარგი საღამო.


скачать dle 11.3