კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სეპარატისტული საწვავი

კონკურენტი

რაკი არც აღმოსავლეთი ცხრება და ამ ჩვენმა ლარმაც დაიწყო დაცემა (ისევ გაიაფდა), წყალი არ გაუვა, რომ საწვავს კვლავ გაგვიძვირებენ. თუმცა, როგორც გაირკვა, ანალოგიური პერსპექტივა ედუარდ-ჯაყოს სამფლობელოსაც ელის. მიმდინარე კვირას „იუჟნაია ოსეტიაში“ საწვავის გაძვირებას კიდევ ელიან, მანამდე კი დიდი დეფიციტიც შექმნილა. გასული კვირისთვის იქ არსებული ყველა ბენზინგასამართი სადგური დაკეტილა, რასაც „იუჟნაიაოსეტიური“ ნავთობბაზის ხელმძღვანელი ალან ჯიოევი მოკლედ და კონკრეტულად განმარტავს: „საწვავის ყველა რეზერვი ამოიწურა“!

იმისდა მიუხედავად, რომ ეს ინფორმაცია გულს მაინცდამაინც ვერ მოგვიკლავს, ჯიოევი განმარტავს, რომ კრიზისი რუსეთიდან შესულა და, იმასაც ხსნის, თუ რატომ არის გარდუვალი საწვავის გაძვირება: ყველაფერში დამნაშავე რფ-დან შემოტანილი საწვავის განბაჟების ღირებულების ზრდა ყოფილა. კერძოდ, თუკი აქამდე „იუჟნაია ოსეტიაში“ რუსეთიდან შეტანილი ბენზინის განბაჟება ტონაზე 239 აშშ დოლარს შეადგენდა, ამ თანხამ პირველი მაისიდან 408 აშშ დოლარამდე აიწია.

საწვავის დეფიციტის გამო „იუჟნაია ოსეტიაში“ ბენზინის ფასმა 31,7 რუბლი შეადგინა (რაც ჩვენს ლარებში, დაახლოებით, 1,8-ია). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენს ბიზნესის დაწყების სიმარტივით ჩემპიონ ქვეყანაში „რეგულარის“ ტიპის საწვავის ფასი ორ ლარსაა აცდენილი, ჩვენი პრემიერ-მინისტრის ვარაუდით კი, ამ წელს ბიზნესის კეთების სიმარტივით პირველ ათეულში ვაპირებთ მოხვედრას, იქნებ მასტერ-კლასისთვის თემაზე: „იაფი საწვავი“, ედუარდ-ჯაყოსთან ჩვენი მენავთობეები მიევლინა?!


скачать dle 11.3