კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამადლობელი

„ისტორიული სამართლიანობა“

გასულ კვირას, კერძოდ, 7 მაისს, ბაქოში საერთაშორისო მედიაცენტრში მეტად საჭირბოროტო სახელწოდების ფორუმი გაიმართა – „საქართველოში აზერბაიჯანელთა მდგომარეობა – დღეს და ხვალ“. ფორუმს საქართველოდან მიწვეული, ოღონდ, მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელებიც დაესწრნენ (მხოლოდ, რადგან, მოსაწვევები ოდენ მათ გაუგზავნეს). ფორუმმა სამ საკითხზე იმსჯელა, მათ შორის, ერთ-ერთი საქართველოში აზერბაიჯანელთა მდგომარეობას შეეხებოდა (განათლება, მიწა, დასაქმება, ისტორიული ძეგლების მოვლა-აღდგენა და ტოპონიმიკა), მეორე კი – ილჰამ ალიევისა და მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვას.

წინასწარვე დაანონსდა, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში სოფლებს ისტორიული აზერბაიჯანული სახელები უნდა დაუბრუნდეს (თუმცა, აი, ის კი აღარ დაუზუსტებიათ, აზერბაიჯანული სახელწოდებები „ისტორიული“ როგორ გახდა, სავარაუდოდ, იმავე ლოგიკით, რის თანახმადაც, დავით გარეჯი „ალბანური კულტურის ისტორიული ძეგლია“). რაც მთავარია, ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, კავკასიური კვლევების ცენტრის თავმჯდომარე ქიამრან რამაზანლი ამ მოთხოვნის სამართლიანობის დასტურად ქვემო ქართლის გუბერნატორის სიტყვებს იშველიებს (უზუსტობის თავიდან აცილების მიზნით, მომყავს ციტატა სიტყვასიტყვით): „არც ისე დიდი ხნის წინ ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ მიხეილ სააკაშვილის სახელით განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფომ შეცდომა დაუშვა, როცა 20 წლის წინ ბოლნისის რაიონის დასახლებული პუნქტების ისტორიული სახელწოდებების შეცვლას დათანხმდა“. შესაბამისად, ბ-ნი რამაზანლი იმედოვნებს, რომ „სიბრძნე გაიმარჯვებს და ბოლნისის რაიონის სოფლების უწინდელი დასახელებები, რომლებიც მათ 1991-1992 წლებში ჩამოერთვა, დაუბრუნდებათ და სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად.“

მეორე მხრივ, საინგილოს ტერიტორიაზე, საყოველთაოდ ცნობილია, რომ, არათუ დასახლებებს ისტორიულ სახელებს ვერ უწოდებენ, არამედ ეთნიკური ქართველები ქართულ სახელებსაც ვერ ირქმევენ. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე „ისტორიული სამართლიანობის“ აღდგენის მოთხოვნაში ზემოხსენებული ფორუმის მესვეურები გამონაკლისი არ არიან და ამას ზედაც ჩვენს ბავშვობიდან ლიბერალიზმს დავუმატებთ, სავარაუდოდ, მადლობაც უნდა მივაყოლოთ დიდსულოვნებისთვის, ამ სხვათა „ისტორიულ ტერიტორიაზე“ ცხოვრების უფლებას რომ გვაძლევენ.


скачать dle 11.3